დათა თუთაშხია სიყვარულზე
"-
ცოლ-შვილი გყოლია ოდესმე? - არ მყოლია -სიყვარული?...ქალი გყვარებია?
-ნამდვილ სიყვარულს დრო ჭირდება, შალვა,-მცირედი დუმილის შემდეგ თქვა დათა
თუთაშხიამ,-არც ერთხელ არ დამაცადა ბედ-იღბალმა. -არ მესმის!სიყვარული ერთი
ნახვითაც შეიძლება -სიმღერაში -რატომ?არ გქონია
შემთხვევა, რომ ქალი დაგენახოს და შეგყვარებოდეს?-მართლა არ მესმოდა, რას
გულისხმობდა -ეგ სიყვარული არ უნდა იყოს, მგონია. -მაშ,რა არის? -არ
ვიცი,როგორ გითხრა...მოწონებაა,გატაცებაა, ალბათ.ხორციელია ეგ,სიყვარული
სულიერია.ერთხანს მაინც უნდა იყოთ ერთად, რომ სულში ჩახედოთ
ერთმანეთს,მისი სულიერი რაღაც-რაღაცეები შენი სიცოცხლისთვის აუცილებელი რომ
გახდება,მაშინ დაერქმევა თქვენს უერთიერთობას სიყვარული. ასე მგონია მე
და, შენი შვილების დედაც თუ არის ის ადამიანი,ამახვილებს სიყვარულს ეს.
-შეიძლება, ეგრეც იყოს,-დავეთანხმე და კვლავ ვკითხე:- არც სერიოზული
გატაცება გქონია? დათა თუთაშხია კარგა ხანს დუმდა,რაღაცაზე თუ ვიღაცაზე
ფიქრობდა. უძილო,დაღლილი სახე ჰქონდა,მაგრამ თვალებში შუქი მაინც ჩაუდგა.
მერე ისევ მოიღუშა და თქვა: -ერთხელ... სიყვარული
იყო,მგონია,ის,მაგრამ...ეჰ,დავიძინოთ შალვა. გადაბრუნდა და აღარაფერი
უთქვამს აღარც მე ჩავძიებივარ." - ჭაბუა ამირეჯიბი "დათა თუთაშხია"
No comments:
Post a Comment