<3
ალბათ
ოდესმე შენც გიგრძვნია თოვლის სითბო,ტანში ჟრუანტელივით რომ მოძრაობს. თუ
არა,მაშინ გეტყვი რომ ეს სხვა შეგრძნებებს არ ჰგავს,ყველას არ შეუძლია
იგრძნოს ზამთარი. ქუჩაში თოვლია,თოვლში ათასი ფიფქი,ერთმანეთში არეული.
თითქოს ფიფქებს ჩემს თავთან ვაიგივებ... აზრები ჩნდება,ტვინიდან
ცვივა,მაგრამ დავფიქრდები თუ არა სერიოზულად,მაშინვე ვხვდები, რომ
სისულელეა,ისეთივე სისულელე როგორიც ფიფქის სიცოცხლე.
ნეტავ ფიფქად დავბადებულიყავი...
ნეტავ პეპელა ვყოფილიყავი,ხომ ვისწავლიდი ფრენას... (რაც ახლა ასე ძალიან მსურს)
დავთმობდი ხანგრძლივ სიცოცხლეს... დავთმობდი ყველაფერ მატერიალურს,ოღონდაც პატარა ფრთები მოეცა ვინმეს... თუმცა...რეალობა არ მაძლევს ამაზე ფიქრის საშუალებასაც კი. ხომ ვამბობ,ჩემი აზრებიც ფიფქებივით დნება.
შენ... მახსენდები ხოლმე,მეტი არაფერი. კი,ვიტყუები. ვიცი არასდროს გამომდიოდა ტყუილი. მახსენდები,მენატრები,მიყვარხარ... შესანიშნავი ტრილოგიაა,რას იტყვი ? ყოველთვის,როცა თოვლში გავდივარ და მარტო,ეულად ვსეირნობ,მახსენდება ის დღე,როცა მითხარი „შენ მსოფლიოში ყველაზე,ყველაზე გიჟი გოგო ხარ, მე კი ასეთი გიჟი მიყვარხარ“. ცა რომ დაიქცეს,წარღვნამ რომ წალეკოს ყველაფერი და მე,უკანასკნელი ადამიანი ვიყო,არ დამავიწყდება ეს სიტყვები,რომელმაც მე მაშინ გამათბო...
რატომ არ დავიბადე ფიფქად ?
ყველაფერი ხომ ასე მარტივი იქნებოდა...
კიდევ რომ იწერებოდეს სასიყვარულო წერილები,ალბათ ჩემს მიერ დაწერილი სიყვარული ყველაზე ლამაზი იქნებოდა.
სიჩუმეც მათბობს... დათოვლილი სიჩუმე...აზრების ნაკვალევი... არ ვიცი, უბრალოდ მიყვარხარ.

No comments:
Post a Comment