Thursday, March 13, 2014

:))


● მარტოობას ყველა ნელ-ნელა შევეჩვიეთ, ის რაც ოდესღაც ერთმანეთთან გვაკავშირებდა, ახლა დარღვეულია. ისე დავცვივდით, როგორც გაწყვეტილი ძაფიდან მიწის მძივები. უკვე აღარაფერია მყარი. – ერთხელ სიყმაწვილეში, სათიბში ვიწექი. ზაფხული იყო, ცაზე ღრუბლის ნასახი არ ჩანდა. ვიდრე დავიძინებდი, ორიონს გავცქეროდი. შორს ეკიდა, ჰორიზონტზე, ტყის თავზე. შუაღამისას რომ გამომეღვიძა, ვხედავ – ორიონი პირდაპირ ჩემს თავზეა. ეს ამბავი მთელი ცხოვრების განმავლობაში დამამახსოვრდა. სკოლაში ვისწავლე, რომ დედამიწა პლანეტაა და თავისი ღერძის გარშემო ბრუნავს, მაგრამ ეს განყენებულად მესმოდა, არასოდეს დავფიქრებულვარ ამაზე. მაშინ პირველად ვიგრძენი, რომ ეს მართლაც ასეა. ვიგრძენი, როგორ უხმაუროდ ტრიალებს დედამიწა განუზომელ, უზარმაზარ სივრცეში. ისეთი ძალით ვიგრძენი ეს, რომ ბალახს ჩავეჭიდე, შემეშინდა – არ წამიღოს მეთქი. ჩანს, ეს მოხდა იმიტომ, რომ ღრმა ძილიდან გამოფხიზლებულმა, წამით მეხსიერებისა და ჩვეულების მიერ მიტოვებულმა, ჩემ თვალწინ დავინახე უზარმაზარი, ადილიდან გადანაცვლებული ცა. უეცრად ჩემთვის დედამიწა საკმარისად საიმედო არ აღმოჩნდა. და იმ დღიდან ასეთივე დარჩა…
ბედნიერება ჩვენ გარშემო იმდენია, რამდენიც გნებავს. მხოლოდ დაიხარე და აიღე. მხოლოდ ყველაზე უბრალო ნივთები არასოდეს გვიცრუებენ იმედს. ბედნიერება როგორღაც ძალიან უბრალოდ მოდის ხოლმე და მუდამ ბევრად უფრო მარტივად ვიდრე კაცი ფიქრობს... 

No comments:

Post a Comment