<3 <3
წამით
უფალი გაახსენდა,მაგრამ შეეცადა არ ეფიქრა. . . ნიღაბი ჩამოიფარა და
შევიდა. . . აქით სულითაც და ჩანთითაც დამძიმებული გამობრუნდა. . . "სხვა
გზა არ იყო" -წაიჩურჩულა და გზა გააგრძელა. . . გზა საავადმყოფომდე
მიდიოდა,სადაც პატარა გოგონა ეგულებოდა. . . ექიმს გადასცა ფულით სავსე
ჩანთა და. . . თითქოს ამით უშველაო. . . მაგრამ არა . . . მე ვფიქრობ,რომ
მაინც,მაინც არ უშველიდა. . . კივილი. . . ტირილი. . . წამით თვალთ
დაუბნელდა. . . სანამ ოთახამდე შევიდა გული ბაგა-ბუგს გამოსცემდა. . .
სასთუმელთან დაემხო და ქვითინებდა: არ მინდა,ღმერთო! ! ! ნუ გამწირავ. . .
გთხოვ. . . ღმერთს არ ესმოდა მისი. . . ცხოვრება გაჩერდა. . . რწმენა
დაკარგა. . . უფალს უფროდაუფრო შორდებოდა. . . უფალი-ეს სინათლეა. . . ეს
ბედნიერებაა. . . ეს რწმენაა. . . ეს აღმაფრენაა. . . ყველაზე წმინდაა. . .
და მაინც,უსამართლობასთან ერთად თითქოს სამართლიანიც არის. . .
საავადმყოფო. . . ბავშვის ტირილი. . . ბედნიერება. . .
ქეიფი,ხმაური,ღრეობა. . . ებედნიერებოდა. . . ბოლო 9თვის განმავლობაში არ
ახსოვს უფალს მისი ასეთი სიხარული. . . ბავშვი გულში ჩაიკრა,დაკოცნა და
გაიქცა. . . მირბოდა,თითქოს სადღაც ეჩქარებაო. . . მაღლა,კლდეზე
ავიდა,ხატთან დაემხო და. . . 1წელი. . . ერთფეროვნება,ბანალურობა,მხოლოდ
ლოცვაში გატარებული ერთი წელი. . . ეკლესიაში ხალხს მოეყარა თავი და
ტკბებოდნენ საოცარი სანახაობით. . . ჯერ არ მახსოვს ასეთი რამ,არ მინახავს.
. . სიტყვით ვერ გადმოგცემთ. . . სიშავე. .. მამაოს მკვეთრი,ბოხი ხმა. . .
თავი დახარა. . . წყნარად მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება და. . . უფალთან
სამუდამოდ. . . წამოდგა. . . ხანშიშესულ ბერებში ერთი ახალგაზრდა
გარეულიყო. . . მიდიოდნენ,ეკლესიას შორდებოდნენ. . . მაგრამ მხოლოდ
სხეულით. . . სულით კი მუდამ ეკლესიაში. . . ცალ-ცალკე კელიებში შევიდნენ
და იქაც განაგრძეს მხურვალე ლოცვა. . . უფალმა გაიღიმა. . . ფეხზე წამოდგა.
. . ხელები დაიფერთხა. . . თეთრი სამოსი მოიცვა და გზას გაუყვა. . .
მიდიოდა. . . ქვეყანაზე კი ისევ ისე გაგრძელდა ცხოვრება. . . გავიდა ღამე. .
. დატრიალდა ისევ დღის სიცოცხლე. . .
No comments:
Post a Comment