- როგორ, ვისზე?
- არავისზე, იდეალზე, იმაზე, ვინც სიზმარში გამოგეცხადებათ ხოლმე. ოცნებებში მთელ სასიყვარულო ამბებს ვთხზავ'
- თქვენ ირგვლივ იყურებით, ვიღაცას დაეძებთ, თქვენ ატყობთ... მაგრამ წამი გადის და შესაძლოა, მეორე დღეს კვლავაც იხილოთ იგივე დაფიქრებული, დაბნეული მზერა, იგივე ფერმკრთალი სახე, შენიშნოთ იგივე მორჩილი შიშნეული მოძრაობა და წუთიერი გატაცების გამო სინანულიც, მიმქრალი ნაღველისა და დარდის ნაკვალევიც კი... და გულს გაკლიათ, რომ ასე მალე, ასე სამუდამოდ დაინთქა წამიერი სილამაზე, რომ მან ასე მაცდუნებლად და ამაოდ გაიელვა თქვენს წინ - გულს გაკლიათ, რომ მისი შეყვარების დროც არა გქონიათ...
No comments:
Post a Comment