აკი წინათაც გითხარი და
აგიხსენი, კი არ „მიყვარს“, „მებრალება“-მეთქი. მე მგონი, გითხარი, რასაც
გრძნობ. მაშინ შენ თქვი, მიგიხვდიო ნათქვამს. ვითომ მართლა მიმიხვდი? აი,
ახლაც რა სიძულვილით მიცქერი. მე იმიტომ მოვედი, დამშვიდება მინდა შენი,
რადგან შენც ძვირფასი ხარ ჩემთვის. იცი, ძალიან მიყვარხარ, პარფენ. ახლა კი
წავალ და თავის დღეში აღარ მოვალ. მშვიდობით იყავი.
- იცი რას გეტყვი! - უეცრივ გამოცოცხლდა როგოჟინი და თვალები დააკვესა, - ვერ გამიგია, ასე როგორ მითმობ? განა სულ გადაიყვარე? წინათ დარდობდი მაინც; განა არ გამჩნევდი. აბა კისრისტეხით რაღაც გამოქანდი აქ? ვითომ გებრალება?
- გგონია გატყუებ?
- არა, მჯერა შენი, ოღონდაც არაფერი მესმის. ვინ იცის, შენი სიბრალული ჩემს სიყვარულზე უარესი იყოს!- შენს სიყვარულს სიძულვილისაგან ვერ გაარჩევს კაცი, ხოლო თუ სიყვარული გაგიქრა, ეგებ უარესი ამბავი დატრიალდეს
.- რომ მოვკლავ, არა?
- რომ შეიძულებ იმ სიძლიერით, რა სიძლიერითაც ახლა გიყვარს, რომ შეიძულებ იმ წამებისთვის, რასაც ახლა იტან. ყველაზე მეტად მაინც ის მიკვირს, კიდევ როგორ მოგყვება ცოლად? აკი ორჯერ გითხრა უარი და ორჯერვე გაგექცა. მაშასადამე, გული უგრძნობს!.. ახლა რაღა უნდა შენგან, ვითომ ფული? სისულელეა. ვითომ ქმრის შოვნა უნდა და იმიტომ? განა სხვას ვერ მონახავდა. შენს თავს ყველა უნდა ერჩივნოს. ვინაიდან შენ მართლაც შეიძლება მოკლა. თვითონაც ალბათ კარგად უწყის ეს. ან თუ ისაა მიზეზი, ეგრე ძლიერად რომ გიყვარს? იქნებ ასეც იყოს... გამიგონია, არიან ქალები, სწორედ ამგვარ სიყვარულს რომ არჩევენ

No comments:
Post a Comment