სიყვარული
რაღაც საოცრად მნიშვნელოვანი გრძნობა დედამიწაზე; სიყვარული ენით
აღუწერელი ბედნიერებაა; გრძნობა, რომლის გარეშეც ცხოვრება შეუძლებელი
იქნებოდა; ეს ისაა რაც გვასულდგმულებს და გვაცოცხლებს, არ ვიცი
დაფიქრებულხართ თუ არა, მაგრამ, ცხადია, რომ ამ ქვეყანას ყველა სიყვარულით
მოვევლინეთ და სიყვარულითვე გაგვაცილებენ..
სიყვარულზე ძვირფასი
ადამიანებს არაფერი გაგვაჩნია, ნებისმიერს შეუძლია სიყვარული, თუმცა
"უკვდავებაში გადასული სიყვარული", ვფიქრობ, რომ ერთეულებისთვისაა. როცა
ასე გიყვარს, არ უსმენ არავის და არაფერს, გულის გარდა, ფიქრობ მხოლოდ იმ
ერთადერთზე და იმაზე თუ რით შეიძლება გაახარო ის. "უკვდავებაში გადასული
სიყვარული" ზედმეტად რთულია, ეს ის სიყვარულია, რომლის დროსაც მილიონობით
საკითხზე გიწევს ფიქრი და მილიონჯერ უნდა აწონ-დაწონო ერთი საკითხი და
შემდეგ ისე უნდა თქვა. ასეთი სიყვარულის დროს ტანჯვაც დიდია, მაგრამ დგება
ის მომენტი, როცა ყველაფერი ცუდი უკან რჩება და წინ უდიდესი ბედნიერება
გელის...
მე პირადად ვთვლი, რომ სწორედ ეს არის ნამდვილი და ღვთიური
სიყვარული; ვფიქრობ, რომ მხოლოდ ასეთ სიყვარულს შეუძლია მარადიულად
გასტანოს და იარსებოს
No comments:
Post a Comment