ახალი გული მინდა უფალო!!!!!!!
უფალო,
ღმერთო, გთხოვ მაჩუქე ცრემლები, რათა ვიტირო... გული, რათა მიყვარდეს...
ფრთები, რათა გავფრინდე... რათა დავემალო, გავექცე ნიღბიან, უსახო, ყალბ
ადამიანებს. რადგან არ ვტირი, ჩემი თვალები ხალხს შუშისა ჰგონია, ჰგონიათ
რომ ვერაფერს ვხედავ და სამყაროს თავიანთი თვალებით დანახულს მაჩეჩებენ,
მტენიან. არ მინდა ოცდაათ ვერცხლად გავიყიდო, არ მინდა სასწაულის აღაც
მწამდეს, არ მინდა ოცნებები დამეფანტნონ... მრცხვენია, ადამიანობა
მრცხვენია. ახალი გულიც მინდა უფალო. იცი, უკვე დაიღალა ჩემი ძველი გული,
ძლივსღა ფეთქავს, ძლივსღა იტევს ოკეანე სიყვარულს. შენი ნაჩუქარი ახალი
გულით ხელახლა დავიწყები, ხელახლა ვიოცნებებ, ხელახლა შევიყვარებ და
გპირდები, არასოდეს, არასოდეს მივეცემი სინანულს, რომ ვარსებობ.
No comments:
Post a Comment