Tuesday, March 18, 2014

უსათაურო – მორიგი ვნებათა ღელვა ანუ კიდევ ერთი ჩანახატი უაზრობისა (?!)


ისევ მომაწვა მუზა..

ვიცი შეიძლება ეს არავინ წაიკითხოს, მაგრამ ვცდილობ, ჩემი ფიქრები ფურცელს მაინც გავუზიარო.. თითქოს ამის დაწერის შემდეგ გულზე მომეშვებაო.
ფურცელი გამიგებს, ისე დაიტევს და გამოხატავს როგორც მე მსურს, ფურცელი მაინც არ შემომხედავს “ეგეთი” თვალებით, რომლებსაც ჩემი აბნევა და არევა შეუძლიათ..
განსაზღვურლი არ მაქ რას ვწერ. ხელები თავისით გარბიან.. სევდააა…ტკვილი…მინდა და ვწერ…..
ეხლა როდესაც ამ სტრიქონებს ვწერ ღამე იწვის … მინდა დავიძინო, არ მეძინება.. მინდა ავდგე, ძალა არ მყოფნის.. მინდა წავიკითო, აზრი მეფანტება.. ფიქრებს კი მხოლოდ ერთისკენ მივყავარ …
და ისევ იგივე გრძნობა, ეხლა რაც გულში მაქ ფურცელზე თუ არ გადმოვიტანე ავფეთქდები, შიგნიდან ავფეთქდები. სული მტკივა!ალბათ ვერც კი წარმოიდგენ როგორ მინდა ვიყვიროო…. ხმის წასვლამდე ვიყვირო…როგორ მინდა მასთან… ნეტავ შემეძლოს ამ გრძნობის გამოხატვა.. რატომ ვართ ასეთი ამაყები?!მინდა მივიდე მასთან მივიდე და ვიყვირო რომ მიყვარს, მაგრამ… ეს მაგრამ ხომ ყველგან და ყოველთვის… “(((

“საკუთარი თავის ფასი იცოდე” , ვიცი, ვიცოდი და მეცოდინება, მაგრამ ამით რა?! ეხლა ვიცი საკუთარი თავის ფასი რო, როდესაც ამას ვწერ?! რატომ, რატომ უნდა ვიფიქრო იმაზე ვინც, ვიცი არასოდეს შემიყვარებს ( რავქნა იმედის ნაპერწკალი მაინც ცოცხლობს ჩემში, იქნებ ეხლაც მას, იქნებ , ვითომ მასაც?! არაა!! რატომ ვიტენი თავს ასეთი სისულელეებით?!)
არააა!! თუ ხმას არ ვიღებ. გონია არ მანაღვლებს?! გონია თავს ვიფასებ(ისევ)?! არა!არა! უბრალოდ ჩუმად ვარ! თითქოს გულზე დიდი ლოდი მაწევს..
ხშირად ვიღიმები?! ალბათ იმიტომ რომ სევდა დავმალო.. ნუთუ გამომდის?! არ შეუნიშნავს?!ალბათ ვერ! რატომ მიხურს გული მის დანახვაზე, თითქოს ცეცხლი უკიდიაო?! რატომ მბურძგლავს ტანი მის ხსენებაზე?!

სიტყვა…არა არ მინდა კვლავ ამ თემას შევეხო, ჩემში დიდ ჭრილობა დაუტოვებია და არ სურს მოშუშება.. მალამო გულის კი მიპოვნია (მგონი) მაგრამ ვერ ვწვდები, თითის წვერებზე ავიწიე ვერ მივწვდი.. არა აღარ ვაპირებ წვალებას. სანამ უნდა გაგრძელდეს ასე?! არ შემიძლიაა! მტკივა! მიყვა… არა!!!! ნუ!!!
ვხვდები, ცხოვრების გზა რთულია, ეკალ–ბარდებით სავსე. რავქნა, მიჭირს, მტკივა, მაგრამ უნდა განვაგრძო გზა…მე არ გავტყდები,  ვიდგები მარდად… სანამ ძალუძს ჩემს გულს.. სულს…

გასაღები კარისთვის


დაუსრულებელი,გრძელი დერეფანი უამრავი კარით.. არჩევანი შენზეა,რომელ კარს გააღებ,მხოლოდ არ გასვენებს ფიქრი იმაზე,რომ ერთის უკან – ბედნიერებაა,მეორეს უკან – უბედურებით სავსე ცხოვრება გელოდება,მესამეს უკან – შენი ოცნება ხდება,მეოთხეს უკან – შენი ფიქრები მართლდება და ასე დაუსრულებლად..
ეს დერეფანი ცხოვრებაა,რომლის ოთახებში წლების მანზილზე დადიხარ და იღებ შენდა უნებურად ყველაფერს რაც კარის მიიღმა იმალება.მაგრამ ვერასდროს,იღებ ყველაფერს ერთად.. ვერასდროს გაუღებ კარს ბედნიერებას და უბედურებას ერთდროულად,ოცნებას და არეულ ფიქრებს.
ერთ დერეფანში ლამაზი,ფერადი ბუშტებია ჰაერში,იატაკზე საოცარი მომენტების სურათებია მიმობნეული და სიცოცხლით სავსე მუსიკა აყრუებს სმენას.ვიღაც საოცარ ენერგიას ასხივებს მბრწყინებული თვალებით და მომღიმარი სახით.. იღიმის,რადგან გვერდითა დერეფნიდან მისი ხმა ესმის,ის ხმა რომელიც მიზეზია მისი ბედნიერების.. ადრე თუ გვიან გოგონა გააღებს კარს და შევა ოთახში,რომლის მეორე კარს ის შემოაღებს და ახლა მხოლოდ ერთია ასარჩევი,რომელია უფრო პატარა დერეფანი,რომ მათ პატარა სამყაროში სხვამ ვერავინ შეაღწიოს.. განა ვინმეს მისცემს უფლებას ეს ჭკუამხიარული გოგონა ჩაერიოს მის არჩევანში,განან ფიქრებს რომელიც ერთ-ერთი კარის გაღებისას მიიღო საშუალებას მისცემს ხასიატი გაუფუჭოს..
ის უბრალოდ სწრაფად აღებს,მეორე კარს და იღებს ბედნიერებას..
გვერდით დერეფანში აუტანელი სიჩუმეა.. გარეთ წვიმს და წვიმის წვეთების ხმას ეს სიჩუმე ებრძვის.ჭერიდან წვეთები წკაპა-წკუპით ეხეთქება იატაკზე.. არსად ჩანს ღიმილი და არც არავის უბრწყინავს თვალები.ერთადერთი თვალები,რომლებიც ამ დერეფანში მოსჩანს ცრემლითაა სავსე.მან არასწორი კარი გააღო..

 “-რატომ?”
-იმეორებს გული,რომელიც სუსტი რიტმით ძგერს..
“-მორჩა…დამთავრდა.. დავიღალე,უკვე მერამდენე კარია სათვალავიც კი ამერია..აღარ მინდა,ვერასდროს ვიპოვი,რასც ვეძებ..”

ასეთი უამრავი დერეფანი,რომლის ბოლო კარიც მხოლოდ მაშინ იღება,როცა ძალიან იღლები,როცა ყველაფერზე ხელს იღებ.. კარი,რომლის გასაღები არცერთს გვაქვს ყველაზე დიდი და თეთრია,ის დერეფნის იმ უხილავ ნაწილშია,რომელსაც თავიდან ვერ ვამჩნევთ..

უკვე ვხედავ მეორე დერეფნის სტუმრის დასასრულს ვიდრე დაუწყია ცხოვრება..
ცხადად ჩანს ხელში წითელბუშტიანი გოგონას ნათელი მომავალი..
ვინ იცის,ვის როგორ გვიმართლებს ან რატომ.ფაქტი ერთია ყველა ვერ ვაღებთ სწორ კარს,ეს კი სულაც არ ნიშნავს რომ თქვენი დერეფანი მოსაწყენ ადგილად აქციოთ,ნება მისცეთ საკუთარ თავს ღია კარის წინ ჩამოჯდეთ და იმაზე იჯავროთ,რატომ გააღეთ.ამ დროს ხომ გვერდითა კარს იქით ის გელოდებათ,თქვნი ბედნიერება და სიხარული,ოცნება და სევდა,ყველაფერი ერთად.შევცდი,როცა ვთქვი ერთად ვერაფერს ვიღებთ-მეთქი.დიახ,ისევ ჩემი დაუსრულებელი ოპტიმიზმი და დარწმუნებული იმაში,რომ საკუთარ თავში ყველა ვიპოვით ძალას,რათა წამოვდგეთ და მას კარი გავუღოთ,დავასრულოთ მოგზაურობა და ბოლო მოვუღოთ სურვილს,კიდევ ერთი კარი გავაროთ..
მე უკვე გავაღე კარი,მგონი არასწორი.. ან სწორი.. არ ვიცი,ვერ გავარკვიე,ეს კიდევ ერთი,სულ სხვა საკითხია,რომელიც ისევ და ისევ მხოლოდ კითხვებს ბადებს,პასუხებს კი უმეტესობა არასწორ ადგილას ვეძებთ.

Grow up,Accept it!



“-ჩემს ირგვლივ ადამიანები,მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ..”
“-არც კი ვაინტერესებ არავის..იქნება და რა მჭირს?”
“-რატომ ხდება ასე?”
“-ვინ არის დამნაშავე?”
ეს კითხვების ის უმცირესობაა,რომლებიც ხშირად ადამიანებს მარტოობის შეგრძნებისას გვეუფლება.მართალია ხშირად მეც დამისვამს საკუთარი თავისთვის ეს კითხვები,მაგრამ არასდროს გამიცია პასუხი,იმიტომ რომ ფიქრი დამზარებია.. არაფერი და არანაირი სიტუაცია არ ღირს იმად,რომ უარი განვუცხადო მხიარულებას და ბედნიერებას,რომლებიც შეიძლება ამ ცხოვრებას გამოვსტყუო.. ის ისედაც საკმარისად მამარაგებს იმედგაცრუებით და უბედურებებით.. მე კი ყოველთვის წინ ვუყენებ ბედნიერებას და მხიარულებას..

"Grow up,Accept it!"


ეს პოსტი სულაც არ ნიშნავს იმას,რომ თავი მაგარ გოგოდ გამომყავს,ეს უბრალოდ პოსტია მათთვის ვინც თვლის რომ ქვეყნად უბედურებაზე ნაკლები ბედნიერებაა… უბრალოდ ცოტა დაფიქრება და მიხვდებით ცხოვრება მომმარაგებელია,რომელიც უხვად გვაწვდის სევდას და ტკივილს.. ჩვენი,ადამიანების დანიშნულება კი – ცხოვრების საკუთარი ძალებით გახალისებაა მერწმუნეთ..
ჩვენ მართლები ვართ,როცა ვიძახით : “-ჩემზე არავინ ფიქრობს..”,”-მე არავის ვაინტერესებ.”
რადგან ეს მართლაც ასეა,ამიტომ მოდით ცოტა მეტი ყურადღება დავუთმოთ ერთმანეთს და ბედნიერება მოვუტანოთ..
საკმარისია მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრი!..
 დედამიწაზე ლამაზი ადგილი მთელს გალაქტიკებში არ არსებობს, არ არსებობს დედამიწის Face-ზე უფრო ლამაზი Face-ი, მაგრამ აბა მის გულში ჩაიხედეთ რა ხდება? თუ ჩაიხედავთ მხოლოდ ერთი სიტყვა ამოგიტივტივდებათ გონებაში: ჯოჯოხეთი. ასევეა ფიზიკურად ლამაზ ა...დამიანებშიც რომელთაც მშვენივრად იყენებს ანტიქრისტე. ეცადეთ თქვენი ფიზიკური სილამაზე ანარეკლი იყოს თვენი სულისა და დაივიწყოთ ყველაფერი ისეთი რასაც ბოლოს მატლი ჭამს. იბრძოლეთ, რომ იყოთ სულით ლამაზები და უფალი გაგალამაზებთ შემდეგ ყოველმხრივ ისე, რომ მატლი ვეღარ მოგეკაროთ, და ამ მატლს ჩვენ ყველანი ვიცნობთ: მას ქვია დრო )))  

 

<3

 
მიყ–ვარ–ხარ ! ვარ და ხარ! აი მე... აი შენ ! მყ–ავხარ და გყ–ავარ! მე შენ მიყ–ვარ–ხარ ! ♥..)))
რა არის სიყვარული?ისეთი არაფერი...თვალებს დახუჭავ და მოვა...
მერე დაიწყება,
ვისთვის ვარდისფერი...
ვისთვის ნაცრისფერი თოვა...
დარდი გაბევრდება...
ცრემლი დაბერდება...
ლოცვა დაიღვრება გლოვად...

ახალი გული მინდა უფალო!!!!!!!


უფალო, ღმერთო, გთხოვ მაჩუქე ცრემლები, რათა ვიტირო... გული, რათა მიყვარდეს... ფრთები, რათა გავფრინდე... რათა დავემალო, გავექცე ნიღბიან, უსახო, ყალბ ადამიანებს. რადგან არ ვტირი, ჩემი თვალები ხალხს შუშისა ჰგონია, ჰგონიათ რომ ვერაფერს ვხედავ და სამყაროს თავიანთი თვალებით დანახულს მაჩეჩებენ, მტენიან. არ მინდა ოცდაათ ვერცხლად გავიყიდო, არ მინდა სასწაულის აღაც მწამდეს, არ მინდა ოცნებები დამეფანტნონ... მრცხვენია, ადამიანობა მრცხვენია. ახალი გულიც მინდა უფალო. იცი, უკვე დაიღალა ჩემი ძველი გული, ძლივსღა ფეთქავს, ძლივსღა იტევს ოკეანე სიყვარულს. შენი ნაჩუქარი ახალი გულით ხელახლა დავიწყები, ხელახლა ვიოცნებებ, ხელახლა შევიყვარებ და გპირდები, არასოდეს, არასოდეს მივეცემი სინანულს, რომ ვარსებობ. 

^_^


ღიმილის ფასი არაფერია უფრო იაფი და უფრო ბარაქიანი ვიდრე ღიმილია, გამცემს ამდიდრებს და არც მიმღებს დააზარალებს. გრძელდება წამით,გონებაში რჩება მარადის. არავინაა ისე მდიდარი რომ ღიმილი არ ჭირდებოდეს, არავინაა ისე ღარიბი იგი ვერ გასცეს. ოჯახში - ბედნიერებაა,საქმეში - შველა, უტყუარი ნიშანია მეგობრობისა. ღიმილი დამაშვრალს სულს მოათქმევინებს, გულგატეხილს გაამხნევებს,დამწუხრებულს ანუგეშებს, სნეულს წამლად დაედება. ეს კია - მას ვერ იყიდი,ვერც ინათხოვრებ,ვერც მოიპარავ, რადგან მხოლოდ იმ წამს ფასობს როცა ჩუქნიან და თუკი ვინმემ თქვენთვის მოულოდნელად ღიმილი არ შემოგაგებათ სამაგიეროს ნუ გადაუხდით - თქვენ გაუღიმეთ რადგან არავის ისე არ ჭირდება ღიმილი ვიდრე მას ვისაც მისი გაცემა არ შეუძლია!

dochanashvili


- რა უნდა ჰქონდეს ქალს კარგი?
- ქალს? - სამი რამ უნდა ჰქონდეს კარგი - ხასიათი, ტან-ფეხი და სახე.
- რაღა ახლა მოგინდა სიმარტივე? - თუმცაღა სწორი კია...
- ეგრე თუა, უფრო მარტივად უნდა გეთქვათ.
- როგორ მაინც?
- როგორ და: ხასიათი და გარეგნობა. თუმცა "ტან-ფეხი" გარეგნობაზე მოკლე სიტყვაა... ასოების მხრივ... უი, ჰო, სახე როგორ დამავიწყდა?
- მაშინ თქვენ სცადეთ...
- ნამდვილ ქალს... მისი გამოჩენიდან დავიწყებ, კარგი... ნამდვილი ქალი ფეხაკრეფით უნდა დაიარებოდეს... ოღონდ უნებურად.
- ფეხაკრეფით?
- კი. როგორც დევნილი... ან, მდევარი.
- და როცა მოვა, - როდესაც მოვა და შემოგხედავს, რაღაცას მაშინვე უნდა მიგახვედროს - დუმილის დროსაც რაღაცას უნდა ამბობდეს ნამდვილი ქალი.
- ეს როგორ...
- ზურგიდანაც რომ აათვალიერო, მაინც უნდა მიხვდე - მხარი, კისერი, ნამდვილი ქალის წელი, ხელები, მუდამ ამბობენ...
- რას ამბობენ...
- არ იცი ის შენ... და თუ პირისპირ დგას და გიყურებს, მაშინ... ო, მაშინ...
- თვალებით ყველაფრის თქმა უნდა შეეძლოს, ყველაფერს მიგანიშნებს, და რაც მთავარია, უნდიხარ შენ თუ არა...
- სახის ჩრდილები, - ყველაფერსა აქვს თავისი ჩრდილი, - შუბლს, თმას, ცხვირს, ტუჩებს...
- ქალი საჭიროების შემთხვევაში უნდა იყოს თავაზიანად მოსაუბრე და სასიამოვნო მსმენელი, და რაღა თქმა უნდა, სასარგებლო კერძებსაც ამაღლებული შექების ღირსად უნდა ამზადებდეს.
- არა, მაინც რა უბედური გამოთქმა იყო - ტან-ფეხი...
- თქვენ ბრძანეთ უკეთ, ჩვენ მოსმენაც კი შეგვიძლია მოთმენით, დიახ, უკიდურესი აუცილებლობის გამონაკლის შემთხვევებში.
- ეს ერთადერთია, როცა ვიბნევი, - არ შემიძლია...
- რატომ?
- რატომ და მას არ ძალუძს სიტყვით მოიაროს ქალის კარგი სხეულის ღირშესანიშნავი ადგილები.
- არა, არა, მაგიტომ არა...
- აბა რატომ?
- რატომ და ვიბნევი, - თავიდან რომელს მივადგე, რომელი ერთი...
- აი, თუნდაც ხელისგული...
- ნამდვილი ქალის ხელი აიღეთ, ვიწრო ხელისგულს დახედეთ და ნაზ, მშრალ ხაზებს დიდხანს უცქირეთ... მერე ფრთხილად ჩამოაყოლეთ სამი თითი და თვალებში შეხედეთ - მაშინ მიხვდებით, ნამდვილი ქალი თუა... ანდა, საკუთარი ხელისგული დაადეთ და მაშინვე რაღაცას იგრძნობთ - რაღაც შორეულს, რაღაც ბუნდოვანს, ყოველთვის გეტყვით ქალის ხელისგული... და თუ უყვარხართ, თუ უყვარხართ, მაშინ მხარზედაც, ჩაცმულსაც კი რომ დაგადოს ის ნაზი ხელი... 

შენსავით კაბას ვერავინ იხდენს: 

მოგავხარ ნისლით ტანაშლილ ველებს,
სიზმარში გნახე და უნდა მიხვდე,
განვიცდი მე შენს ტუჩებს და ხელებს.
შენსავით ღიმილს ვერავინ ბედავს
თამამად, უფრო ბავშვური გზნებით,
შემშურდა ღამის, შიშველს რომ გხედავს -
ტალღოვან თმით და დაღლილი მხრებით.
შენსავით მხოლოდ გრიგალი დაქრის,
ფოთლებთან ტანგოს ცეკვავს და ვერ ვცნობ,
მე მიყვარს შენი ცრემლები შაქრით,
სუნამო ყელი და თხელი თეძო.
შენსავით კოცნას ახერხებს ტალღა,
ნაპირს რომ ლოშნის ველურად ქარში,
ვიგრძენი სუნთქვით მე შენი დაღლა
და თითქოს სულმა ითოვა ტანში.
შენსავით ხატზე ვილოცე გუშინ,
სიზმარში წარმართ ღმერთებს შემწირეს,
ჩემი ადგილი ჩემსავე გულში
არ მაქვს და შენშიც უნდა შემცირდეს.
შენსავით კაბას ვერავინ იხდენს,
მოგავხარ ნისლით ტანაშლილ ველებს,
სიზმარში გნახე და უნდა მიხვდე,
განვიცდი მე შენს ტუჩებს და ხელებს 

გიორგი ზანგური



ფეხები მიადგი ლამაზო ერთმანეთს,

კაბის ქვეშ გიყურებს მთელი დედამიწა,
გვირილა კანჭებზე გაკოცებს,ღმერთმანი
იცოდე შეგრცხვება და მე ვერ დაგიცავ.
გულთან შეიბნიე ჩახსნილი ღილები,
ვერ ხედავ?მთელი ცა მკერდში რომ ჩაგცქერის,
მზე სხივებს წაგატანს თუ გაგეღიმება 
და გვიან მიხვდები ძვირფასო რაც გელის.
თმას ასე თამამად ნურასდროს გაიშლი,
ნიავი აგირევს,ფიქრს აგიცანცარებს,
რა ვნებიანია თან ქარი მაისში
არ იცი მაგრამ,მე ხომ ვიცი რაც არის.
ეგ ყელი მაღალი,როგორმე დაფარე,
იწვიმებს იცოდე და მაინც მოგიწევს,
თუ არ დამიჯერებ,წვეთს შემოგაპარებს,
მუცლამდე ჩაგიღვრის და გვერდში მოგიწვენს.
ვერავინ დაიცავს შენს უმანკოებას,
ცოტა მოერიდე ხალხსა და სამყაროს,
თორემ ჭორაობა დაიწყეს რტოებმა,
რა უბიწოებით გარყვნილი რამ ხარო.

მოგენატრებიო....


მოგენატრებიო.... მითხარი ერთხელ... 

არ მენატრებიო არა... 
შეგიყვარდებიო... მითხარი მახსოვს... 
ამ გრძნობას გავურბივარ ახლაც.. 
ყველგან მომძებნეო ფიქრით და თვალებით 
ახლაც დაგეძებო სადღაც.. 
იქნებ ვერასოდეს მიპოვნოო 
ხოდა ვერ გპოულობ ახლაც 
მე შენი ვინ ვარო? მკითხე ფიქრით 
ფიქრითვე მიპასუხე თავად 
მე შენი სულის სუნთქვა ვარო შენი დაბნეული ბარდა. 
არ მელოდებოდიო? მკითხე ჩუმად 
ლოდინმა დამღალა ახლაც 
იქნებ გაგახსენდეს ჩემი არსებობა 
მოხვიდე დროა ალბათ 
მე მაშინ მოვალ როცა არ მეძებო 
ჩუმად მითხარი ნაზად 
მე აღარც გეძებ აღარც გელოდები 
ბილიკს მივუყვები ცალად 
შენ ჩემი სუნთქვა ხარო 
მაგრამ არ გიცნობო.... 
ესეც რომ მითხარი მახსოვს 
იქნებ დრო არის რომ მოხვიდე 
და ეს გრძნობები ნახო? 
მოგენატრებიო მითხარი ფიქრით 
მე სულ მენატრები რა ვთქვა? 
შეგიყვარდებიო.... ხოდა რომ მიყვარხარ 
ამას უნდა გრძნობდე ახლა 
ჩემი იქნებიო.... მე შენი ვარ 
თუმცა არ გიცნობ რა ვქნა? 
სულში სახლობ და სულში ბობოქრობ 
სულით გეფერები ამ წამს 
შეგიყვარდებიო... მე ეხლაც მიყვარხარ 
ეხლაც მენატრები რა ვქნა? 
მოდი მომეხვიე გულში ჩამიკარი 
და ნუღარ წახვალ სხვასთან  

ახლა ვიქეცი მე შენს სახლთან გამავალ ქუჩად !




დრო რომ გადათვლის ჩვენს გაფლანგულ ცხოვრების წამებს,
გაგახსენდება რომ ოდესღაც სახელი გერქვა.
გერქვა ცხოვრება, გერქვა სუნთქვა და გერქვა ფიქრი
მისი სიზმრებით რომ დაიწყო ამ გულმა ფეთქვა.
გაგახსენდება რომ ვიყავი კედლის სურათი,
ოთახის ჰაერი, შენი ფილტვები და მათი სუნთქვა,
სავარცხლის ნაზი მოფერება შენს თმაში დილით
და არა ერთი მშრალი სიტყვა ან მწირი გულქვა.
ვიყავი ყველგან, სადაც გული გადაგკარგავდა,
სადაც ოცნებას გაჰყვებოდი სიზმრებში ჩუმად,
შენს თბილ ღიმილში, შენს თვალებში და ხმაში როცა
სხვაგან წასული მიირთმევდი ჩემს გრძნობებს უმად.
ვიყავი დღისით სულ თანმდევი ფეხებთან ჩრდილი,
ღამის ნათება შენს ოთახში მავალი ქურდად,
ყოველღიური მოწყურება და წყლისთვის ჭიქა,
ვიყავი საბნად, ვიყავი ჩანთად, ვიყავი ქუდად.
თუმცა ტყუილად ავიჩემე სიტყვა ,,ვიყავი"
ახლა ვიქეცი იმაზე მეტი რაც იყო მუჭად,
რაც იყო სხვისი, რაც იყო სხვისი, რაც იყო სხვისი,
ახლა ვიქეცი მე შენს სახლთან გამავალ ქუჩად !

მოვა სიყვარული! მოვა!



ბნელა...

ბნელა ჩემს ოთახში, სადაც ოდითგან სიჩუმე ფანტავს ლამაზ ოცნებას, სადაც მრავალჯერ მიფიქრია, აქ ჰაერიც ოცნებით სუნთქავს, აქ ბევრი ფიქრი უსასრულოა...
ოცნებით შქმნილი ზღაპრული სამყარო ლამაზია და წამიერი. უსახურია იმაზე ფიქრი, რომ ოცნება ოცნებად არ დარჩება და ოდესმე რეალობად იქცევა. ვზივარ სარკმელთან, მთვარეზე თითქოს ვერცხლისფრად თოვს და წვეთები გუბეებში ხაზავენ რკალებს...
მაპატიე, მაპატიე, რომ არ დავბრუნდები...
მაპატიე, რომ ოდესღაც შენი, მომავალში სხვისი ვიქნები...
მაპატიე, რომ ბავშვობის მოგონებად გაქციე...
და ბნელ ოთახში ისევ სიცარიელე, მარტოობა, სულში ჩამქრალი ჩირაღდნები, უხმო ატირება, ტკივილი, პროტესტის გრძნობა და დარდმაც თითქოს ფიფქებად დაიწყო თოვა...
დაღლილი, წყლიანი თვალები და იდუმალად ამღერებული: “ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი”...
...ოთახში წამები ქრებიან, თითქოს შორეულმა ფიქრებმა და მოლოდინით დაჩრდილულმა სევდამ კოშმარში მომიმწყვდია. მწამებლურ ფიქრთა ბურუსში შევყურებ დაორთქლილ ფანჯრებს...
საკმარისია მშფოთვარე სიჩუმე!!! მელანქოლიას ვნებდები...
ვგრძნობ დაგცალე გულიდან და რა...? არაფერი - სიცარიელე...
უკვე სხვას ველი, იმ ერთს, რომელიც არ ჩანს, დააგვიანდა...
კმარა! უკვე ფიქრიც კმარა... მოვა, უსათუოდ მოვა.
საოცარი და მიდობი ღიმილით, სათუთი სითბოთი, სიმშვიდით, ვნებით, სიგიჟით, სიყვარულით!!!
მოვა სიყვარული! მოვა! 

დადგება ზამთარი...მოვკვდები ღამით, გათენებისას, როდესაც გარეთ იქნება ზამთრის გაცივებული მთვარე და ყინვა. სიკვდილის წინ მომაგონდება თბილისის ღამეები და ჩემი უნაზესი და: ეს ორი შეერთებული კოცონი, რომელიც მწვავდა მე ყოველთვის.ასე გათავდება სინათლე, გაჰქრებიან მოგონების წამები.გადავეცემი სიკვდილის მდუმარე ხელებს.ჩემი წამებული სხეული შეუერთდება მსოფლიო ელემენტებს.და მე ვიგრძნობ უმაღლეს მოსვენებას.ჩემი კუბო იქნება სადადა პროცესია უცრემლო.მე დამასაფლავებენ შუადღის ორ საათზე თბილისის ახლო.ჩემი დაკრძალვის დღეს აიშლებიან ფერადი ღრუბლები და ამოვარდება შორეული გრიგალი.ბალდახიანი, რომელიც წაიღებს ჩემს ცხედარს, იქნება თეთრი და მოძველებული. პანაშვიდს გადამიხდის ვინმე უბრალო მღვდელი, რომელსაც არ ექნება წაკითხული ჩემი სისხლიანი წიგნი.. არ შევეცოდები მღვდელს, რომელსაც არ ეცოდინება ჩემი დაფერფლილი სულის ისტორია. მხოლოდ ცხედართან მდგომ პოეტებს მოაგონდებათ ჩემს დანისლულ ლექსებიდან: სტრიქონები.მოვა უიმედობა.პანაშვიდი გათავდება ქარში.ჩემს ცხედარს ნელა ჩაუშვებენ სამარეში.და პირველ მიწას სახეზე მომაყრის ვინმე უხეში მესაფლავე.კუბოს ფიცარზე შეწყდება უკანასკნელი გუგუნი მიწის და ქვების.პროცესია დაიშლება.მე და სიჩუმე დავრჩებით მარტო.გზაში ისაუბრებენ ჩემზე.დაღამდება...მე შემეშინდება მარტო სასაფლაოზე, ღამით.დავტოვებ კუბოს და ტანშიშველი გამოვიქცევი სამარიდან.და გიჟივით ვიკივლებ, რომ მომეშველონ, რომ დამიფარონ.არავინ იქნება ჩემი მხსნელი, ისევ დავეცემი, თავს ვიგრძნობ სამარეში და კვლავ მივეცემი ძილს დაუსრულებელს.ნათელივით თავზე დამადგება ჩემი განუყრელი და - სიჩუმე.თეთრად დასუდრული იქნება მთელი ქვეყანა.ის სოფელი, სადაც მე დავიბადე, დაემსგავსება უდაბნოს.გაივლის ზამთარი, წვიმით და ქარებით.დადგებიან გაზაფხულის დღეები.შეიფოთლება სასაფლაო.კვირა დილით, როდესაც ყველა მლოცველისათვის გაიღება ეკლესიის კარები, ჩემს საფლავთან დაფიქრებული მოვა ვინმე , მოიგონებს ჩემს დამწვარ სახეს, მოიგონებს ჩემს წამებას და შევეცოდები.ასე გაივლიან საუკუნეები.ჩემს საფლავს დაადგება მზე შორეულ რიცხვის.ჩემს მიერ უხილავ საღამოს ბინდი დაფარავს მივიწყებულ ლოდებს და ჩემი საფლავიც შეიმოსება სიბნელით.წამოვა წვიმა, ქარიშხალი და მოწყენილ საფლავზე დამაყრის ყვითელ ფოთლებს. ასე დროთა შავი წვეთებით დახავსდება ჩემი სამარე, ზედ წამოიზრდება ბალახი.ზაფხულში, საღამო დროს, ჩემს საფლავს ჩაუვლიან თეთრად გამოწყობილი ქალები, შორს, სარკესთან უცნობი თითები დაუკრავენ როიალს.დილაადრიან უიმედოდ იკივლებენ ორთქლმავლები. მოვა კვირადღე და ჩემს ახლოს დარეკავენ ზარებს, აანთებენ სანთლებს.დაიღლებიან ხელაპყრობილი მლოცველები.წირვა გათავდება.საყდარს დაკეტავენ, ხატები დამწყვდეულ ტუსაღებივით დარჩებიან შიგ. და სასაფლაოს ჩხავილით გადაუფრენს ყვავი.გაქრება თვალები, რომელზედაც ესვენა თბილისის ღამეები მძიმე ლოდებივით.და ჩემი სამარის სამუდამო დარაჯი იქნება ჩემი უნაზესი და - სიჩუმე. 

მე ვარ......


მე ვარ ის ვინც ვარ, ვინც ვიყავი, ვინც ვიქნები... ის ვინც უნდათ რომ ვიყო, ვისაც ვერ ხედავენ და გრძნობენ, ვისაც ვერ უსმენენ და ამიტომ კარგავენ... ის ვინც უყვართ, ვინც სძულთ, ვისგანაც ვერ გაურკვევიათ რა უნდათ, ვისკენაც მიისწრაფიან, ვისაც ეძებენ, ვერ პოვებენ და ამიტომ საკუთარ თავს კარგავენ... ის ვისიც შინიათ, ვინც სჭირდებათ, ვის გარეშეც ვერ სუნთქავენ და შესაბამისად ვერ ცხოვრობენ... მაწუხებს და არც მაწუხებს ის, რომ ბევრისთვის ვარ ცხოვრება... არ მჭირდება არავინ, გარდა იმისა, ვინც ჩემთვის იქნება სუნთქვა, ალერსი და სიცოცხლის შეგრძნება... 

,,nu tiri imitom, rom es damTavrda, gaigime imitom, rom es iyo’’


me mivdivar, vici, rom waval, vici, rom yvela wavalt, magrams isic vici, rom me gansakuTrebulad waval. vici, rom bevrs verafers dagitovebT. dagitovebT sevdas,tkivils , sinanuls, loyaze Shemshral cremls, magram im imedit vcocxlob, rom kidev mogonebebs dagitovebt im mogonebebs, romelsac ver amoshlit tqveni gonebidan.
vici, rom bevrjer gawyeninet.. vici da vnanob ( an iqneb arc vnanob )
axla minda is dge gaixseno, romelic yvelaze bednieri iyo Chemtan gatarebuli. me ukve gavixsene, Tan dzalian bevrjer.
wavide???
-waval. Tan male waval
davtoveb am jojoxetshi chemtvis yvelaze dzvirfas adamianebs.
vgoneb me sachqaro araferi maqvs davrchebodi, magram machqareben, mimaqroleben, magram arauSavsocnebas avixden da frenas viswavli, mere chamovifren-xolme, wagetamashebi, damidzaxeben da mowyenili aval isev mecxre cis zevit.
mivdivar da mere ra ?! dgeshi milionobiT adamiani midis. didi araferi, ubralod cotas itirebt da mere, samudamod dagaviwydebit. ara, ar gegonot rom gsayvedurobtpiriqit, asec unda moxdes.
mixaria, rom male patara muxluxo, pepelad gadaiqceva da gafrindebaa. Shen ki bevri ar itiro, ar Gagigia?! ,,nu tiri imitom, rom es damTavrda, gaigime imitom, rom es iyo’’. 

ხალხის რბბოს მიეკუთვნება


არ ვიციი ისიც არვიცი ეხლა, რომ ვწერ რა უნდა დავწერო .. მე ხომ არანორმალურად ვარ ...... გაზაფხულდა ,აი დღეს აპრილიც დადგა .. სანატრელი თვე სიყვარულის . გულში კი თავიდან დაიწყოო ზამთარი... თოოვს ...მე კი ამ ყველაფრის გამძლე გავხვდი ...მგონი, ამ თოვლთან სულიც იყინება და მალე მთლიანაად გაიყინება გულთან ერთად..ფორტე პიანოს რბილი სიმებიდან დაწყებული ,მთელი ძალით სულში მაწვება ნაზი და ბოხი ბგერები .. მაგრამ მე მაინც ვუკრავ ბეთჰოვენის მთვარის სონატას .... იქნებ მობეზრდა ხალხს ამ -უაზრო მასას რომელიც ვერ ჩაწვდა მის არსს .. მთვარის სონატა ხომ ჩვენია მე და შენი ... ჩემს ოცნებაში ...
ზაფხულში მეუბნებიან -გიყვარდა?? მე კი ვკისკისებ, ეს კარგად გამომდის და ბრბოსაც სჯერა რომ სიყვარული არ ვიციი .....გულში კი შემოდგომის ქარი შრიალებს ...
მე შენივე ნასწავლი დავივიწყებ :((... გპირდები ,მაგრამ აი , ვერ დავივიწყებ მთვარის სონატას და ამ ყველაფერს, წარსულის ოცნებით გავიხსენებ ,ოცნებით რომელიც ალბათ მე თუ ვერა სხვას აუხდებაა .. საწყენია, რომ ვერ მიხვდება ამ ოცნების არრს ანუ- მისს ბედნიერებას ისიც ხომ ხალხის რბბოს მიეკუთვნება ......  

Sunday, March 16, 2014

„ - მე შენ მიყვარხარ! - გოდერძი ჩოხელი


„ - მე შენ მიყვარხარ!

- არა გჯერა?

- ვიცი რაღაც დაკარგა ამ სიტყვამ მეოცე საუკუნეში, თითქოს გაიცვითა და აღარავინ იჯერებს. ხომ შენც ასე ფიქრობ და ალბათ ამიტომ ხარ ასე შორს და არ გჯერა ჩემი. მე კი… მე კი ისევ იმის თქმა მინდა რომ…


მე შენ მიყვარხარ!

ყველაფერმა აზრი დაკარგა ჩემს ირგვლივ შენს გარეშე. ურთიერთობას ვეღარ ვახერხებ ვერც სულიერთან და ვერც უსულოსთან. ისინი მე გამირბიან. თითქოს დაიცალა მთელი სამყარო და დავბორიალობ უსახო სიცარიელეში. დილით რომ ვიღვიძებ, საშინელი სევდა მომყვება ხოლმე სიზმარეული ქვეყნიდან. ყოველ ღამე სიზმარში გხედავ, ისეთს როგორიც იყავი.

დილა არის.

თოვს.

ფანჯრიდან გხედავ, რომ ჩემი სახლის წინ დგეხარ და მელოდები.

თოვს.

ზეცა ნებივრობს შენს კულულებზე, თეთრი ფანტელებით გეალერსება, სახეზე გათოვს. მე შინიდან გიყურებ და კარგა ხანს გარეთ არ გამოვდივარ. ამ წუთში შენ ზეციდან მოფრენილ ანგელოზს გავხარ. დგეხარ ჩემს ფანჯარასთან და მელოდები. სახეზე გათოვს. შენ ზეცაში იყურები და გეჩვენება, რომ მაღლდები, ზემოთ მიფრინავ. ეს მასწავლებელმა გვასწავლა პირველ კლასში. შემოდგომაზე რომ მოვიდა თოვლი, კლასიდან გარეთ გამოგვიყვანა და დაგვაყენა.

თოვდა.

მასწავლებელმა ცაში აგვახედა. სახეზე თოვლის ფიფქები გვეფინებოდა და უცებ ყველას ნეტარების წამოძახილი აღმოგვხდა - ჩვენ ცაში ავფრინდით!

ეს რა თქმა უნდა მოგვეჩვენა. ასე იცის, როცა თოვაში მაღლა იყურები. მაგრამ მაშინ ჩვენ ეს არ ვიცოდით და რატომღაც ყველამ დაბლა დავიხედეთ რომ გვენახა, მასწავლებელიც მოფრინავდა, თუ არა.

როგორ გვეწყინა, რომ ისევ მიწაზე ვიდექით.

მერე ხშირად ვმაღლდებოდით ხოლმე თოვაში.

შენ ჩემს ფანჯარასთან დგეხარ და სახეზე გათოვს, ვიცი რომ ამ წუთში მაღლა მიფრინავ და არ გამოვდივარ სახლიდან, არ მინდა მიწაზე დაგცე.

- დაგაგვიანდა - მეუბნება დედაჩემი.

თოვს.

მე ვერ ვბედავ გარეთ გამოსვლას.

ახლა ჩვენ მეექვსე კლასში ვართ და რა თქმა უნდა, ის მასწავლებელი აღარ გვასწავლის.

იცი რა მახსოვს?

ერთხელ დავალება მოგვცა: წიგნიდან ლამაზად უნდა გადაგვეწერა მოთხრობა. მე მთელი ღამე ვწერდი. დილით რომ გავიღვიძე, ჩემს ბიძაშვილს, ჩვენზე ერთი წლით წინ რომ სწავლობდა იმას, გამურული ტაფა დაედგა ჩემს ნაწერზე. მეტი რა გზა მქონდა, ის გადათხუპნული ნაწერი წამოვიღე. ხელის კანკალით გადავუშალე მასწავლებელს, დარწმუნებულმა, რომ ერთიანს თუ არა, ორიანს ნამდვილად დამიწერდა.

თქვენ ყველანი მე მიყურებდით შემკრთალი თვალებით.

მასწავლებელმა ხუთიანი დამიწერა.

თოვს…

შენ უცებ თავს დახრი და ფანჯრისაკენ მოიხედავ. შენ ახლა ისევ მიწაზე ხარ და მე გულადად გამოვდივარ სახლიდან.

თოვს.

ჩვენ სკოლაში მივდივართ.


- მე შენ მიყვარხარ.

- დამიჯერე რა.

- ვიცი რაღაც დაკარგა ამ სიტყვამ და ალბათ ამიტომ ხარ ასე შორს და არა გჯერა ჩემი. მე კი…

მე კი, რაც დრო გადის უფრო მიყვარხარ.

ყველაფერმა აზრი დაკარგა ჩემს ირგვლივ შენს გარეშე. ზოგჯერ მეშინია კიდეც, სიმარტოვისა მეშინია. დილით რომ ვიღვიძებ, საშინელი სევდა მომყვება ხოლმე სიზმარეული ქვეყნიდან. ყოველღამე სიზმარში გხედავ, ისეთს როგორიც იყავი.

შენ არ იცი რატომ გავაცდინე მაშინ სკოლა. თავი რომ მქონდა გატეხილი, იმას გეუბნები. იქნებ არც უნდა გითხრა, მაგრამ იმიტომ ვამბობ, მაშინ რომ მოგატყუე ხიდან ჩამოვვარდი - მეთქი, ტყუილი მინდა დავიბრუნო.

მერვე კლასელმა ბიჭებმა მცემეს სკოლის უკან…

მაგრამ თურმე აღარაფერი ბრუნდება უკან. მე დროში გავლილ მოვლენებზე გეუბნები. ის რაც იყო, ერთხელ იყო, განსაზღვრულ დროში და განსაზღვრულ სივრცეში.

მე მაშინ მოგატყუე.

სხვასაც რამდენ რამეს გატყუებდი. გეუბნებოდი რომ ქალაქში ვიყავი და იქ სპილოები და აქლემები ვნახე - მეთქი.

ერთხელ ისიც კი მოგატყუე, რომ შენი სახლის უკან დევი ვნახე ღამე - შენ გჯეროდა.

რატომ გატყუებდი, არ ვიცი. ალბათ ვაჟკაცად მინდოდა დამენახვებინა ჩემი თავი.

ერთხელ სიზმარში გნახე, რომ ბეღურა იყავი და დაფრინავდი. ვიღაცამ ქვა გესროლა და ფრთა მოგტეხა, შენ ჭინჭრებში ჩავარდი. მოვედი, აგიყვანე. კანკალებდი. მე უბეში ჩაგისვი, რომ გამთბარიყავი. თან ვტიროდი, ისე ვტიროდი, გულს ვიგდებინებდი. მეგონა თუ ასე ვიტირებდი, არ მოკვდებოდი…

დედაჩემმა შეშინებულმა გამომაღვიძა - ეტყობა ცხადად ვტიროდი.

ბავშვობა მაინც სხვანაირი იყო. ალბათ იმიტომ, რომ იქ შენ იყავი. ბავშვები სუფთა იბადებიან, ადამიანებს მერე გვემღვრევა სული. ხოლო სამყარო არ დაბადებულა ერთხელ და სამუდამოდ, იგი მარადიულად იბადება. ყველაფერი მიიქცევა და კვლავ მოიქცევა.

მე რატომღაც მგონია, რომ ისევ მოხვალ.

იცი როგორ გელოდები.

როდესმე ისევ წავალთ სკოლაში. პირველი თოვლი, რომ მოვა, მასწავლებელი გარეთ გამოგვიყვანს და ცაში აგვახედებს…

სკოლის უკან ისევ მცემენ მერვე კლასელი ბიჭები და ისევ მოგატყუებ, რომ ხიდან ჩამოვვარდი.

ისევ ვნახავ დევს შენი სახლის უკან…

ისევ წავალ ქალაქში სპილოების სანახავად.

ოღონდ დამიჯერე. სადაცა ხარ და როგორცა ხარ, იქ დამიჯერე, რომ - სამყარო არ დაბადებულა ერთხელ და სამუდამოდ, იგი მარადიულად იბადება…

ოღონდ დამიჯერე, რომ თუ როდისმე კიდევ მოხვალ ამ მიწაზე, უკან გაუხსნელად არ დაგიბრუნებ შენს წერილებს და ამის გამო თავს აღარ მოიკლავ…

ოღონდ დამიჯერე, რომ ეს იმიტომ კი არ გავაკეთე, რომ არ მიყვარდი, პირიქით…

შენ მიყვარხარ!“

                        გოდერძი ჩოხელი

bavshvoba


minda gavaxilo Tvalebi da movxvde zgaprul bavshvobashi.gatexili muxli jobia gatexil gulsa da suls..!asea mudam.pataraobisas wyins yvelas’’bavshvi xaro’’Shemdeg ki yvela natrobs im lag momgimar bednier bavshvobas.mashin dedis kalTas amofarebuli daculas grdznob Tavs.tkivilic uceb aviwydeba dedus erTi kocniT da Tbili sityviT.mamis gulze xar miwepebuli da TiTqos yvelaferi iolia!bavSobis vardisferi cxovrebis Semdeg sruliad sxva cxovreba iwyeba.genatreba bavSoba,natkeni fexi da dedis Tbili sityvebi’’modi de gakoceb da gagivlis’’fexis tkivils natkkeni guli cvlis,mas ki dedis sityvebi namdvilad ver shvelis.bavSobaSi Tamamas tiris adamiani,rodesac izrdeba es sisuste gonia da malavs cremlebs.yvelas!am qveynad yvelas enatreba bavSobis wlebi.bavSobis mere skola!Semdeg institute!Semdeg ki moxucdebi!skolaSi bagi genatreba!institutSi skola Semdeg ki samive.moxucebuls ki TiTo dRe enatreba Tavisi pataraoba.asea es cxovreba viRacas raRac mudam enatreba!guls enatreba!Tvalebis sxivi enatreba romelic ikargeba!qreba!an ubralod icvleba!enatreba pirveil grZnoba!pirveli cremil!pirveli siyvarulisa.pirveli Caxuteba da siTbo.enatrebaT is megobrebi romlebic drom dagvakargvina!cxovrebisas sikvdili enatreba,sikvdilis jams sicocxles natrobs..!esaa adamiani roca aqvs ver afasebs dakargvisas ki enatreba..!

მე გავაფერადებ სივრცეს


მიდიხარ, შიშველი განცდებით....როცა ყვირილამდე ყელში მოთოვს...როცა მაჯებთან გადახსნილი ტრამალებია... მაგრამ ყველას არ გაევლება ამ ტრამალებზე...და სხეულს ტოვებენ მეები...როცა ფრთები ჩერდებიან და ისვრიან...გადარჩენისთვის...მე უნდა გავიქცე იქ..კითხვის ნიშნების გარეშე... იქ...უნდა დავამხო ერთით მეტი უჰაერობა...ვინ ხტება ჩემთან ერთად?... იყვირეთ ...და ვიწყებ ათვლას...თვალების გახელის გარეშე... ვინ მომყვება.. ვინ ხტება ჩემთან ერთად...?...მე .....................  ვხტები.......................მე გეუბნები... ბოლო წამამდე შენში და შენში ვიქნები...ვითვლით... დროს...მე გეუბნები.....დამხატე შენში.........მე ვხტები.....მე გპირდები დედამიწის სუნთქვას მოგიტან... მე გავაფერადებ სივრცეს...        
                                                                                                                                          

Miyvarxar :X


me sheen mchirdebii...ertadertii rac shemidzlia gitxra...mchirdebi imistvis rom vicxovro...viarsebo! mchirdebii rataa yoveeldghee shenz epiqrit daiwyos da damtavrdes..dghe cxadshi gnaxo..ghamiiit sizmraaD ;X mahsin rodesaac aragarfers eqneba mnishnvneloba shen damchirdebi..damchirdebii rom momce dzala brdzolisatvis..ar davnebde rata kvlav da kvlav sheni tvalebi..mzeraa :X gavigono sheni xma...romelic ase dzvirpasia chemtvis..me arasodes vcrhebi marto..shenze piqrebi mudam chemtan ertaad ariaan <3

iyos ra !!!


1.როდესაც სიყვარულს შევიგრძნობთ,თითოეული ჩვენგანი პოეტი ხდება
2.მოდი და ჩემ გულში იცხოვრე,თუ გინდა ქირას ნუ გადამიხდი და რა მოხდება თუ მე გავქრები? დამიწყებ ძებნას?
3.რა არის სიყვარული?
მათემატიკაში ის არის პრობლემა
ისტორიაში-ბრძოლა
მეცნიერებაში-რეაქცია
ხელოვნებაში-♥
მაგრამ ჩემთვის-შენ!
4.ზოგიერთი ადამიანი იჭრება ჩვენს ცხოვრებაში და ტოვებს ფეხის ნაკვალევს ჩვენს გულებში,ზოგიერთი იჭრება ჩვენს ცხოვრებაში და გვაიძულებს მის სახეზე დავტოვოთ ფეხის ნაკვალევი
5.აირჩიე ისეთი ბიჭი რომელიც სახლში მშობლების გასაცნობად წაგიყვანს და არა საწოლში ჩასაწვენად
6.არასდროს გაცვალო ის ვინც გიყვარს იმაში ვინც მოგწონს.რადგან ერთ დღეს ის ვინც მოგწონს გაგცვლის იმაში ვისაც ის უყვარს
7.უბრალოდ გაიცანი ერთი ადამიანი და შენი მთელი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა
8.ამდენი ტკივილის,ტყუილისა და ცრემლების მიუხედავად მე მაინც შენთან მინდა ყოფნა
9.ჩემი ტვინი ამბობს რომ უნდა შევეშვა მაგრამ გული მეუბნება რომ კიდევ ერთხელ უნდა ვცადო
10.თუ მოგწონს უთხარი,იქნებ მასაც მოწონხარ
11.გოგოს მოსწონს ბიჭი,ბიჭსაც მოსწონს გოგო. ეს ყველამ იცის მათ გარდა
12.ბიჭი: მხოლოდ ერთ რამეს შევცვლიდი შენში
გოგო:რას?
ბიჭი: შენ გვარს
13.გოგო: ჰეი,გავიგე რომ ვიღაც მოგწონს.მითხარი ვინ არის
ბიჭი:არ გეტყვი
გოგო:ვიცნობ?
ბიჭი:კი
გოგო:ამიღწერე როგორია
ბიჭი:სარკე გაქვს?
14.შენ ამბობ 'გამარჯობა' მე კი გულში ვყვირი 'მიყვარხაარ'
15.მე გოგო ვარ,შენ ბიჭი.თუ პირველი არ მომწერ დღეს ვერ ვილაპარაკებთ
16.მტკივნეული როდესაც ვაცნობიერებ რომ შენ ვერასოდეს დაიმახსოვრებ იმას რასაც მე ვერ დავივიწყებ
17.გოგო: რომელია შენი საყვარელი სასიყვარულო ისტორია? რომეო და ჯულიეტა? შრეკი და ფიონა? ურჩხული და მზეთუნახავი?
ბიჭი: ჩემზე და შენზე რას იტყვი?
18.მე მარტო ვარ რადგან ღმერთი ჩემთვის საუკეთესო სასიყვარულო ისტორიის წერითაა დაკავებული
19.ერთი დედამიწა,204 ქვეყანა,809 კუნძული,7 ზღვა,7 მილიარდი ადამიანი.. და მე ისევ მარტო ვარ!
20.როდესაც წერ რასაც ნამდვილად გრძნობ და სანამ გაგზავნას დააწვები ისევ შლი 

იცი რაა???


ადამიანი იბადები ერთხელ ამ ქვეყნად, იბადები და არ იცი რა მოგელის ხვალ, იბადები იმითვის რომ იტანჯო იტანჯები იმისთვის, რომ ბედნიერი არ ხარ. განა ჩვენ ადამიანებს ბევრი რამე გვინდა ბედნიერებისათვის? ადამიანი ბედნიერი იქნები მაშინ, როცა მოგენატრება, უბრალოდ მოგენატრება. მე არ მომნატრებია არასდროს არაფერი, ( შენ თუ მოგნატრებია ოდესმე ტირილი, ოდესმე ცრემლი თუ მოგნატრებია, თუ გყვარებია ოდესმე ვინმე, ვინმეზე ჯავრი თუ გქონებია, თუ გაწოლილხარ ოდესმე თოვლში, თოვლში ბალახი თუ გიძებნია, თუ გიტირია აცრემლებამდე აცრემლებულს კი გაგღვიძებია? ) რა ბედნიერი ყოფილხარ მაშინ ამდენი გრძნობა თუ შეგზლებია. მე არა ვარ ბედნიერი, მე არ ვიცი რისთვის დავიბადე ამ ქვეყნად. ალბათ იმისთვის რომ მთელი ცხოვრება ვიტანჯო, ვიტანჯო და მერე მოვკვდე, მკვდარ ტანჯულსაც რომ არავინ დამიტიროს. აი რისთვის დავიბადე, იმისთვის რომ მოვკვდე, მაგრამ ის ვერ გავიგე რისთვის იზრდება ბაღში ყვავილი თუ ის ისევ უნდა დაჭკნეს, რისთვის იზრდება ახალგაზრდა თუ ის ისევ უნდა მოკვდეს. არ ვიცი არ ვიცი მართლა არ ვიცი მაგრამ ის კი დანამდვილებით ვიცი რომ ბოლოს მოვკვდები, მოვკვდები და ყველაფერი შეიცვლება, გამოიცვლება დედამიწაზე მრავალი წლები და დედამიწა მზის გარშემო კვლავაც იბრუნებს. მომაგონდება ცხოვრებაში გასული წლები მაგრამ ამ წლეებს ვერასოდეს ვერ დავიბრუნებ, იცით რაა? არაფერი! არაფრით დაიწყო ყველაფერი, აღარ ვარ მეტი არაფერი მორჩა და გათავდა ყველაფერი...

ბავშვობა


უაზროდ მიყრილ-მოყრილი სათამაშოები: თოჯინები – უფეხო,უხელო,უთავო…ზოგიც ახალივით ხელუხლებელი და გამოპრანჭული… ფერები… მატარებლები, მანქანები, საათები, მძივები, თმისაბნევები… ფერები…. ყველაფერი და ყველა ფერი ერთად… არეული…
ბავშვობა…
ერთხელ ვთქვი – მაცადეთ ბავშვობას ვიხსენებ-მეთქი დაპასუხად მივიღე ბავშვი ბავშვობას როგორ იხსენებო… და მე სულაც არ ვთვლი, რომ ბავშვი არ ვარ (პირიქით სამწუხაროდ აღარ ხარო მეუბნებიან). საოცრად შემაშინებლად ჟღერს რიცხვი თექვსმეტი იმიტომ, რომ მერე ჩვიდმეტი, თვრამეტი და დიდი პასუხისმგებლობა მოჰყვება აუცილებლად…

ადრე როგორი იყო?!
გუაშებში ხელების ტყაპუნი და სახის მოთხუპნა, ფერადი სიზმრები, ფუნჯებით ყველაფრის გაფერადება და გულუბრყვილო ბავშვური კისკისი…
დიდი სათვალეები, დიდი ტანსაცმელი, დიდი ფეხსაცმელი… ამ ყველაფერ “დიდურში” გამოწყობა და მშობლების მოსვლამდე სარკის წინ ტრიალი, “სილამაზით” ტკბობა…
ბამბის ნაყინები – არასოდეს მიყვარდა მაგრამ მაინც ყოველთვის მყიდულობდნენ.
გასაფერადებლები, რომლებსაც დედაჩემი ჩემზე ადრე აფერადებდა ხოლმე…
კოტრიალი სოფელში მწვანე მინდორზე და რაღაც მინდვრის ყვავილების წუწნა… ტყეში გაპარვა, დამალვა, მერე მშობლების ძებნა და ერთი-ორი შემოლაწუნება დაუკითხავად წასვლისთვის.

მერე ისევ ბავშვები… დიდი მეგობრები… ცოტათი გავიზარდე…
მერე პირველად დამცინეს, გავიხედე და ბიჭს ლოყები აუწითლდა… პატარა და საყვარელი (მეც პატარა ვიყავი ძალიან). მერე ყოველ ზაფხულს ესე უწითლდებოდა ხოლმე ლოყები. მერე გაიზარდა და აღარ წითლდებოდა… მაინც დასცინოდნენ მასაც და მეც… პატარები…
კიდევ კურდღელი… ყველას ყავდა ეგეთი და მეც მომატყუეს გაიქცაო…
მერე?!.. ჰოო სკოლა…. გამომშვიდობება სათამაშოებთან, თოჯინებთან. ნელ-ნელა მათი ადგილები წიგნებმა დაიკავეს. ბეევრი წიგნები და კიდევ ბევრი სხვა…
მერე რა რომ პატარა აღარ ვარ ისევ ისე ძალიან მიყვარს ფერადი ბუშტები, ისევ ისე ძალიან მიხარია იმ უკვე გაუწითლებელი ბიჭის დანახვა, ისევ ისე მიყვარს ჩემი თოჯინები და ლოგინის გვერდზე წიგნებთან ერთად ჩემი სათამაშოები აწყვია. მაინც მოვითხუპნები ხოლმე გუაშებით, მერე რა რომ ხატვა არ ვიცი, მერე რა რომ არ გამომდის…

ის მოგონებები მიყვარს წარსულში რომ დარჩა და ბავშვობა რომ ჰქვია… 

ეს არის ცხოვრება!!!


...ჩვენ ვერ ვამჩნევთ იმას, რასაც ფეხით ვთელავთ… მაგრამ მაინც გვავიწყდება ცაში ახედვა… ათას თვალს ვხედავთ, მაგრამ გვავიწყდება საყვარელი თვალების ფერი და სითბო… რთულ და გაუგებარ საკითხებზე ვსაუბრობთ, მაგრამ ხშირად გვავიწყდება ის რაც ელემენტალურია… ხშირად ტყუილს ვამბობთ, იმიტომ რომ სიმართლის გვეშინია…. მილიონ სიტყვას ვამბობთ, მაგრამ მთავარის თქმა ყოველთვის გვიჭირს…. კოშმარულ სიზმრებს ვყვებით და გვავიწყდება ყველაზე ტკბილი სიზმრები… ვიცით რომ სურვილი არ ასრულდება, მაგრამ მაინც ვეძებთ ხუთფურცლიან იასამნის ყვავილს, როგორც ბავშვობაში… ასობით ადამიანს ვხვდებით, მაშინ როცა გვენატრება მხოლოდ ერთი… ვიღიმით მაშინ როცა სინამდვილეში ტირილი გვინდა…. ვამბობთ რომ ყველაფერი კარგადაა, როცა ძალიან ცუდად ვართ… ხელებს ჯიბეებში ვიწყობთ, როდესაც ხელის ჩაკიდება გვინდა…. ვუსმენთ მუსიკას, როდესაც გვეშინია სიჩუმის… უამრავ რჩევას ვაძლევთ სხვას, მაგრამ ვიცით  რომ ჩვენ თვითონ ასე ვერასოდეს მოვიქცეოდით…. და ეს არის ცხოვრება, მაგრამ ჩვენ ამის დაჯერება ძალიან გვიჭირს… 

სირცხვილიაო


იცითი! ზოგჯერ სიმშვიდეზე ვოცნებობ..სრულ ჰარმონიაზე..ბედნიერებაზე..ლამაზ სიყვარულზე..არა მხოლოდ სიყვარულზე კი არა, საერთოდ ლამაზ გრძნობებზე და ურთიერთობებზე...ზოგჯერ მინდა სიყვარული მეც მეწვიოს, რაღაცნაირი..დიდი, სრულყოფილი..მაგრამ არა..იცით რა მინდაი მინდა ისე მიყვარდეს რომ..კი არ მიყვარდეს ვუყვარდე..გვიყვარდეს..:)) მინდა შემეძლოს მინდორში სირბილი და იმის ყვირილი რომ მიყვარს..ან კიდევ დღისით ცისფერ ცაზე ვწერო მისი სახელი თვალებით, ღამით კი ვარსკვლავთა შორის ვეძებდე (ეძებდეს) ისეთ თანწყობას რომ მისი (ჩემი) სახელის ერთი ასო მაინც აეწყოს.. შემეძლოს ტირილი და სიცილი მის დანახვაზე... როცა ქუჩაში შემთხვევით მოკრავ თვალს ..+..=შ და მოგინდება შენც დაწერო..მაგრამ არა..ეს "შ"-შეყვარებულები ხომ ვერ გადმოსცემს გრძნობის სინაზეს..გულწრფელობას... მე ვიცი რომ ჩემი ოცნება ოცნებისფერია და რომ 20-30 წლის შემდეგ მოსიყვარულე ოჯახი და მეუღლე არ მეყოლება..ვიცი მარტო ვიხეტიალებ ქუჩებში..მექნება დიდი სახლი, კარგი სამსახური და საკუთარი მანქანა..თუ გამიმართლა შესაძლოა ძაღლი ან კატაც ვიყოლიო..სამსახურიდდან დაღლილი დავბრუნდები დიდ და ცარიელ სახლში..გასაღებთა ასხმას იატაკზე მოვისვრი და ტელევიზორის წინ ჩამომეძინება..ვიცხოვრებ უსაქმური კაცივით მაგრამ ეს იქნება მხოლოდ სახლში..გარეთ მე საქმიანი, მკაცრი, თვიდაჯერებული ქალი ვიქნები..ჩემს სიტყვას ექნება ფასი...ვიხეტიალებ ქუჩა-ქუჩა,სიგარეტით ხელში და შეყვარებულ წყვილებს სევდიანად გავაყოლებ თვალს..თან დამენანება მათი გრძნობა.მე ხომ მეცოდინება რომ მათი სიყვარული მალევე დამთავრდება და ეს ყველაფერი მხოლოდ მოგონებად დარჩება...მაგრამ ეს ყოველივე 20 წლის შემდეგ...ახლა კი მე მხოლოდ 15-ის ვარ და დიდად არ მადარდებს მომავალში რა იქნება..წინ კიდევ მაქვს 20 წელი..20 წელი ცოტა არაა..მინდა ბევრი მოგონება დავაგროვო..ლამაზი და ბედნიერი..ვფიქრობ და გული მწყდება რომ მე არასოდეს მეყოლება საყვარელი ადამიანი..განა იმიტომ რომ მე არ შემიძლია სიყვარული?! არა, ეს თქვენ არ შეგიძლიათ შემიყვაროთ..იქნებ ასეთ გრძნობაზე გულში ყველა კაცი ოცნებობს მაგრამ მაინც ეჭვიან, პრანჭია, არარომანტიკულ, კაცის შემოსავალზე შეყვარებულ ქალებს ირჩევენ..მერე წუწუნებენ და ოჯახიდან გარბიან..მე შემიძლია მიყვარდეს მთელი არსებით..მას მივუძღვნა ყოველი სიტყვა..შემიძლია ადამიანი ღამით გავაღვიძო და ვთხოვო სასეირნოდ გამომყვეს უარის მიგებისას კი დილამდე ვიტირო..აან კიდე წვიმაში ვიცეკვი და ვირბინო ხალხით სავსე ქუჩაც რომ იყოს მაგრამ ვიცი იტყვიან სირცხვილიაო და მე არ შემიყვარებენ..არ მესმის თუ კი ქალს უყვარს და მზადაა კაცს დაუჩოქოს..ღამით სერენადა უმღეროს..ლექსები მიუძღვნას რატომ რიცხავენ მას უთავმოყვარეო არარაობად..არადა ვიცი ასე იქნება..ჩემთან არავინ იქნება-სირცხვილიაო...და მეც არავის შევიყვარებ..ოცნება ოცნებისფერად დარჩება და მე კი 20 წლის მერე ვიცხოვრებ მარტო..წარსულზე ვიფიქრებ და არ დამენანება არც ერთი წუთი.... 

ყოველდღიურობა!!!


თუმცა საინტერესოც აღარაფერი მომხდარა. ყოველთვის მჯეროდა, რომ ადამიანი ცხოვრებისგან არ უნდა ელოდეს სიახლეს, საინტერესო ფაქტებს, მოვლენებს. მიუხედავად ამისა, აღმოვაჩინე, რომ ყოველდღიურ პრობლემების გადამკიდეს აღარ გრჩება ენერგია ეძებო სურპრიზები. ხანდახან იმდენი რამე გინდა გააკეთო, რომ უბრალოდ გაგყავს დრო და ვეღარაფერს აკეთებ. დილით იღვიძებ და თავი ფანტაზიით, იდეებით გაქვს სავსე, მაგრამ სიზარმაცის მომნუსხველი საოცრება მაშინვე გაფხიზლებს და ყველაფრის ხალისს გიკარგავს. უამრავი დრო გადის და შენ ისევ ის ხარ რაც დიდი ხნის წინ იყავი. არანაირი განვითარება, არანაირი წინსვლა. დროის გალიაში გამოკეტილს გავხარ, რომელიც იმისთვის არსებობს, რომ ვიღაცამ ვისაც ძალა და გამბედაობა ეყოფა, შენზე ექსპერიმენტი ჩაატაროს. შენზე ისწავლოს ცხოვრება. საღამოვდება გეზიზღება მთელი დღე და მასთან ერთად შენი თავიც. გეზიზღება, რადგან ყველაზე უსუსურს სისუსტეებს შორის- სიზარმაცეს, მიეცი უფლება მთელი დღე წაერთმია შენთვის, დღე, რომლის მსგავსიც წელიწადში სამასი ცალი მაინც არის. მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და შენს უმწერო, საცოდავ არსებობას ხაზს უსვამს. შენი არსებობის სისწორეს კითხვის ნიშნად უზის. დასაძინებლად წვები და ცდილობ არაფერზე იფიქრო, რადგან მხოლოდ საცოდავი აბსურდიზმი ტრიალებს გონებაში. საკუთარი თავი გეცოდება, რადგან იცი, რომ იყო დრო, როცა ეს შენთვის დღის საუკეთესო ნაწილი იყო. წამოწოლილი ალაგებდი ოცნებებს და აშენებდი მომავალს. გეგმავდი შემდეგ დღეს და ნაწილს მაინც ასრულედი დაგეგმილისას. დიდების ცათამბჯენებს ებღაუჭებოდი და მათთვის საძირკველს აშენებდი. ყოველდღე უფრო და უფრო პატარა ნაწილს ვიდრე იქამდე არ მიხვედი, რომ  ერთი ბლოკი დაგრჩა დასადები და ვეღარა და ვეღარ დაადე. უკვე აშენებული ნაწილი კი ნელ-ნელა დაინგრა… გინდა რომ თავიდან დაიწყო შენება, მაგრამ ძალა აღარ შეგწევს. ეს უკვე შენი ცხოვრება აღარაა. მას შენ ვეღარ აკონტროლებ.
არის შენში, რაღაც მცირე… ენერგიის ნაპერწკალი, რომელიც შეიძლება ნებისმიერ დროს აფეთქდეს ენერგიით აგავსოს და შენი ცხოვრება შეცვალოს. უკვე საუკუნეზე მეტია უცდი მის ამოფრქვევას, მის ვარსკვლავურ წამს, მაგრამ წყნარადაა და უმოქმედოდ. ხანდახან ადამიანებზე გაბრაზდები, გაგამწარებენ და გგონია, რომ ეს გამწარება მოგცემს საკმარის ძალას შეცვალო ყველაფერი, მაგრამ მხოლოდ ორი ან სამი საათით. მალე ყველაფერი თავის თავს უბრუნდება. შენ ისევ ვიღაც ხდები, ვიღაც ვინც ასე ძალიან გეზიზღება… აანალიზებ, რომ ზიზღი გამოსავალი არ არის და ამიტომაც არ გაძლიერებს ის. გეამაყება კიდეც… ფიქრობ, რომ გამოსავალი სიყვარულშია, ესაა ერთადერთი უწმინდესი და უძლიერესი მაგიური ხსნა. უცდი მას და დეპრესიაც მეტად იმატებს. უცდი და მთელი ეს პერიოდი ისევ ძველებურად ცხოვრებას აგრძელებ, არაფერს ცვლი. ადრე თუ გვიან სიყვარულიც გამოჩნდება, თუმცა როგორც არის და როგორც უნდა იყოს, ბედნიერება წითელ ხალიჩაზე არ მოსეირნობს შენსკენ. დარწმუნებული არ ხარ ეს ნამდვილად სიყვარულია თუ არა. ანდა უფროსწორად საკუთარი თავის რწმენა იმდენად გაქვს დაკარგული, რომ ვერ ბედავ სიყვარული დაარქვა გრძნობას, რომელზეც პირველივე შემხვედრი მგრძნობიარე ადამიანი სიხარულის, აღტაცების ცრემლებს ჩამოყრის. დიახ ეს ნამდვილად სიყვარულია, მაგრამ შენ ხარ კიდევ ადამიანი? შენ შეგიძლია კიდევ შიყვარო? შედიხარ ინტერნეტში ათვალიერებ უამრავ სურათს სადაც ადამიანები ვერ უბედავენ ერთმანეთს გამოუტყდნენ თუ როგორ უყვართ. ანდა მთლად უკეთესი, უბედავენ და ბედნიერებიც არიან, მაგრამ თვითონ კი იცი, რომ არასდროს გეყოფა გამბედაობა გამოუტყდე მას, უპირველეს ყოვლისა კი საკუთარ თავს.
ყველაფერი ზემოთ თქმული კარგად გესმის,  შენზე კარგად ვინ შეიძლება იცნობდეს შენს ცხოვრებას. გესმის, მაგრამ მთელი ეს საშინელება და უბედურება რეალობის ზუსტად აღქმას რომ მოსდევს, გაკარგვინებს ყოველგვარ ძალას, შნოს ებრძოლო საკუთარ ნაკლოვანებებს გახდე უკეთესი. იცი, რომ ოდესმე აუცილებლად, აუცილებლად მოვა დრო, როდესაც ამ დაკარგული დღეების გამო პასუხისმგებლობა დაგაწვება ზურგზე. პასუხისმგებლობა, რომელიც მათთვისაც კი მძიმეა, ვისაც არ დაუკარგავს ეს დღეები და შენთვის ხომ მითუმეტეს. ერთ დღესაც იმდენად შეგძულდება საკუთარი თავი, რომ მასზე აღარ იფიქრებ, მას აღარ დაადანაშაულებ. არამედ იტყვი: „საშინელებაა ეს ცხოვრება, მეზიზღება ცხოვრება“. ერთ ბედნიერ დღეს ჩემნაირი ადამიანი შეგხვდება, რომელიც შენს უკანასკნელ ფრაზას მოისმენს, შენს ისტორიას მთლიანად ამოიცნობს და გეტყვის: „ მე ოპტიმისტი არ ვარ, მაგრამ შენს ადგილას იმ სამოცი დღის გულისთვის ვიცხოვრებდი, რომელიც არ გეზიზღება. ვიცხოვრებდი იქამდე ვიდრე მთლიანად არ გაქრებოდა ეს დღეები. ეს შენს ადგილას და რაც შეეხება ჩემს შემთხვევაში, მე იმ სამასი დღის გამო ვიცხოვრებდი, რომელიც გამოსასწორებელი მექნებოდა“

,,სუნამო"


,,ის-ის იყო, უკვე ამ თავმომაბეზრებელი საღამოს დატოვებას და ლუვრის გალერეის გაყოლებით სახლში დაბრუნებას აპირებდა, რომ ქარმა სულ ერთი ბეწო, ოდნავ შესამჩნევი სურნელის ატომი, არა, კიდევ იმაზე ნაკლებიც-უფრო სურნელის შეგრძნება, ვიდრე ნამდვილი სურნელი და თანაც აქამდე შეუყნოსავი სურნელის განცდა მოუტანა. სურნელი ისეთი ნაზი არაჩვეულებრიივად ნაზი და წმინდა იყო, რომ მისი შეკავებაც კი გაუჭირდა. გრენუი საშინლად იტანჯებოდა. რაღაც უცნაურად გრძნობდა, რომ ეს სურნელი ყველა დანარჩენის მოწესრიგების გასაღები უნდა გამხდარიყო. სხვებს ვერაფერს გაუგებდა, თუ კი ამ ერთს არ შეიცნობდა ის, გრენუი თავის ცხოვრებას ფუჭად გალევდა, თუ კი ამ ერთ სუნს ვერ დაეპატრონებოდა.იმიტომ კი არა რომ მისი დაუფლება სწყუროდა, არამედ იმისთვის რომ გული მშვიდად ჰქონოდა"... 

...


სვანეთში მივდივარ, მთებში და...
მიყვარხარ,
ვინ იცის, რარიგად...
ეგების მწვერვალზე დავმშვიდდე,
ბარში რომ ვშფოთავდი ღარიბად.
გამორბის მდინარე ბღავილით,
ნაპირებს ცრემლი მოვწმინდე.
ფერდობზე წერწეტა ყვავილი
მაგონებს შენს თავს და მოვწყვიტე.
იმ ხევში მკივანა შურთხია.
მომწყინდა ბილიკზე წანწალი.
მე შენზე ოცნებას ვუფრთხი და
გულს მაინც ედება ხანძარი.
სვანეთში, მთებშიაც დამმშვილდე,
მიყვარხარ, ვინ იცის რარიგად...
ეგების ლატფარზე დავმშვიდდე,
ბარში რომ ვშფოთავდი ღარიბად.
მაფიქრებს ღრუბელი მღელვარი.
მივდივარ, გზა მხვდება ახალი.
სვანეთში ბევრია მწვერვალი
და შენ ხარ ყველაზე მაღალი.... 

Dee <3


-ძნელი იქნება მეორედ დაბადება არა, დე?
–რატო, დე?
–აბა, როგორ ვიპოვო ახალი დედა?!
–ახალი რატომ უნდა იპოვო?
–აბა შენ ხომ აღარ იცხოვრებ დედამიწაზე? ((
–აი, როგოც მე მიპოვე, ისე იპოვი ახალ დედასაც.
–ვინ მომეხმარება ახალი დედის მოძებნაში?
–მე რომ მიპოვე, ვინ დაგეხმარა?
–არავინ დე...
–ჰოდა,იმ ახალ დედასაც შენით იპოვი..
–არა, დე, მასე კი არა, მე მოვიფიქრე როგორც უნდა მოვიქცეთ...
–როგორ,დე?
–აი ჯერ ხომ მოკვდები, ჰოდა როცა კვდებიან ცაში ადიან, ცაში კიდევ პატარავდებიან, პატარავდებიან და მოხუებიც კი ბავშვებად იქცევიან.. ხო?
–ჰო,ალბათ ჰო
–ე.ი შენ მეორედ დაიბადები და გაიზრდები..მერე მე დავბერდები, მოვკვდები და წავალ ცაში.და დავიწყებ იქ ნელ–ნელა დაპატარავებას, დაპატარავე ბას, დაპატარავებას და გავხდები სულ, სილ პატარა,აი ისეთი როგორებიც იბადებიან ხოლმე
მერე.....
–რა მერე დე, ვერ მიხვდი?
–ვერა, დე
–დე, რა სულელი ხარ მერე შენ ხო უკვე დიდი იქნები, ჰოდა ისევ შენ გიპოვი დე :*
–ჰო დე, ჰო...
–ანდა კიდევ იცი რა?
–რა,დე
–რადა შენ რომ მოკვდები და ცაში რომ ახვალ, ეცადე მალე დაპატარავდე და მე მიპოვე,მე დედა ვიქნები და შენ ჩემი შვილი, ჰა დე?
–კარგი დე, ასე მოვიქცეთ, ასე უკეთესია
–ჰო დე, თორემ მე არ მინდა დაბერება..
–კარგი დე, მე შენი შვილი ვიქნები, ოღონდ ახლა დაიძინე
–სიზმარში გნახავ, დე
–მეც დე, მეც გნახავ..ოღონდ ახლა დაიძინე რა, ჩუუ
–დე, დე..მოდი მე დაგაძინებ, ვითომ უკვეჩემი შვილი ხარ დე..დეეე, დეე, არ გესმის დე..რა მალე დაგეძინა დეე:**

9 აპრილი


ბევრი სამგლოვიარო დღე გასთენებია საქართველოს. და აი, 9 აპრილიც: ძალით შეკოწიწებული საბჭოთა კავშირი შეირყა, ბზარი შეეპარა. ამ ერთა საპყრობილეში თავისუფლების ნერატმა სიომ შემოჰბერა, მაგრამ განა გველეშაპი ასე ადვილად სთმობს ნადავლს? ბოლოს გაიბრძოლებს, კუდს მოიქნევს…
1989 წლის 9 აპრილი. რუსთაველზე, მთავრობის სახლის წინ თავისუფლებას, თვითმყოფადობას მონატრებული უამრავი ადამიანი შეკრებილა. ლექსით, სიმღერითა და ცეკვით ესახებოდათ სანუკვარი სამშობლოს განთავისუფლება. მაგრამ მტერი ასე არ ფიქრობდა. კიდევ ერთხელ გახსნეს თბილისის კარი და მალულად შემოუძღვნენ ტანკებსა და საგანგებოდ გაწვრთნილ კაციჭამიებს, რომელთაც ორლესული ნიჩბები ჩამოურიგეს და ხალხის უმოწყალოდ ჩეხვა უბრძანეს. ჩუმად, შეუმჩნევლად მოუახლოვდნენ მომიტინგეებს. ხალხში „შავლეგოსა“ და „სალაღობოს“ ტკბილი ჰანგები ისმოდა და უცებ ამ ჰანგებს სასოწარკვეთის, კივილის, ყვირილის ხმები შეერია, შეერია და იმძლავრა… სიმღერა შეწყდა, ხალხი აირია, დაიქსაქსა, აქეთ-იქით მიაწყდა, ზოგი სად შეეფარა, ზოგი – სად… რუსთაველზე კი დარჩა დაჩეხილი ჭადრები და კიდევ… სისხლიანი გვამები…
კიდევ ერთხელ გაისმა გლოვის ზარი საქართველოში. 16 ადამიანი შეეწირა ზვარაკად მარტო იმ დღეს, შემდეგ კი… რამდენი დაიღუპა, რამდენი მოიწამლა…
მტერმა იფიქრა, მოვერიეთო, ჩავაქრეთო ქართველთა მგზნებარე სურვილი თავისუფლებისა, მოვკალითო, დავჩეხეთო სამშობლოსათვის აძგერებული გულები. მოხდა კი პირიქით. საქართველო ერთად შეიკრა, ერთი გული აძგერდა ქვეყანაში, ყველა ერთმანეთს ამოუდგა გვერდით. რუსთაველი ყვავილებმა დაფარა. დაღუპულთათვის პატივის მისაგებად უამრავი ხალხი მოაწყდა ტიტებით ხელში.
თავისუფლებას შეეწირნენ და შემოაბიჯა კიდეც თავისუფლებამ. ორი წლისთავზე, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს პირველმა არჩეულმა მთავრობამ ეს დღე დამოუკიდებლობის დღედ გამოაცხადა. მალე საქართველოს დამოუკიდებლობა მრავალმა ქვეყანამ აღიარა და იქცა 9 აპრილი ზეიმის დღედ, დღედ გამარჯვებისა, თავისუფლებისა.

pesimizmi : ))))


პესიმიზმი (გერმ. Pessimismus ლათინურიდან pessimus — ყველაზე უარესი) — ადამიანის ან კაცობრიობის არსებობის ზოგადად უარყოფითი შეფასება. მოვლენათა ერთობლიობის ან არსთა შეფასება შესაძლოა დრამატულად განსხვადებოდეს სხვადასხვა ადამიანთა მიერ, მიუხედავად ფაქტების იდენტურობისა. ამ ფენომენის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია "ჭიქა ნახევრად სავსეა თუ ცარიელი?" სიტუაცია. იმის მიხედვით, თუ როგორ აფასებს მსგავს სიტუაციას ადამიანი, შეიძლება იგი პესიმისტს ან ოპტიმისტს მიეწეროს. ისტორიის განმავლობაში პესიმისტური განწყობა აზროვნების ყველა ძირითად მიმართულებაზე ახდენდა ზეგავლენას.
ფილოსოფიური პესიმიზმი მსგავსი, თუმცა არა იდენტური იდეაა იმის შესახებ, რომ ცხოვრებას ნეგატიური ღირებულება აქვს, ან მსოფლიო იმდენად უარყოფითია, რამდენადაც ეს შესაძლებელია.

optomizmiii

ოპტიმიზმი (ლათ. optimus, საუკეთესო) - ყველაფერში კარგის, ნათელი მხარეების დანახვა, უკეთესი მომავლის რწმენა. ოპტიმიზმის მიხედვით, ცხოვრება მშვენიერია და ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსავალი არსებობს. მისი საპირისპირო ცნებაა პესიმიზმი. ამ ცნების ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია „ჭიქა ნახევრდად სავსეა თუ ცარიელი?“ სიტუაცია. ოპტიმისტს მიაჩნია, რომ ჭიქა ნახევრად სავსეა, ხოლო პესიმისტს, პირიქით, ნახვერად ცარიელი.
ფილოსოფიაში ოპტიმიზმი ასოცირდება გოტფრიდ ლაიბნიცთან, რომელიც თვლიდა, რომ ჩვენ ყველა შესაძლებელი სამყაროდან საუკეთესოში ვცხოვრობთ.

ფრთხილად


არ დაგვავიწყდეს, რომ გარდა ხორცისა, არსებობს სული... და სულის წარწყმედას უეჭველად თან სდევს ხორცის ხრწნა. 
კაცობრიობას დაღუპვა ემუქრება! - ხალხმა დაკარგა: ზნეობა, გაგება, ადამიანობა. 
ერთადერთი ხსნა მგონია: სიყვარული, დიდი სიყვარული! 
მინდა: ვიარო სიყვარულით! 
დავთვრე სიყვარულში! 
გავხდე სიყვარული! 
ფხიზლად! - ცხოვრება წუთია! 
ადამიანებო! მოგმართავთ ყველას: 
ვიყოთ ერთად! 
გვიყვარდეს ერთმანეთი! 
მოვეფეროთ, ჩავეხუტოთ ერთმანეთს! - რა არის ამაზე ლამაზი, ამაზე ძვირფასი, ამაზე მშვენიერი?!.. 
აი, სულის დევიზი: სიყვარული შინ და გარეთ! 
სიყვარული წინ და უკან! 
სიყვარული ყველგან და ყველაფერში!.. 
მაშ, ვაფრქვიოთ: 
სითბო, 
სიტკბო, 
სათნოება! 
წინ სიყვარულისაკენ!..

Saturday, March 15, 2014

tOvlIIiii


მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის

ქალწულებივით ხიდიდან ფენა:

მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის

და სიყვარულის ასე მოთმენა.

ძვირფასო! სული მევსება თოვლით:

დღეები რბიან და მე ვბერდები!

ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ

უდაბნო ლურჯად ნახავერდები.

ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება:

იანვარს მოძმედ არ ვეძნელები,

მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება

შენი თოვლივით მკრთალი ხელები.

ძვირფასო! ვხედავ... ვხედავ შენს ხელებს,

უღონოდ დახრილს თოვლთა დაფნაში.

იელვებს, ქრება და კვლავ იელვებს

შენი მანდილი ამ უდაბნოში...

ამიტომ მიყვარს იისფერ თოვლის

ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა,

მწუხარე გრძნობა ქროლვის, მიმოვლის

და ზამბახების წყებად დაწვენა.

თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი

და დაღალული სიზმრით დამთოვა.

როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,

როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!

არის გზა, არის ნელი თამაში...

და შენ მიდიხარ მარტო, სულ მარტო!

მე თოვლი მიყვარს, როგორც შენს ხმაში

ერთ დროს ფარული დარდი მიყვარდა!

მიყვარდა მაშინ, მათრობდა მაშინ

მშვიდი დღეების თეთრი ბროლება,

მინდვრის ფოთლები შენს დაშლილ თმაში

და თმების ქარით გამოქროლება.

მომწყურდი ახლა, ისე მომწყურდი,

ვით უბინაოს - ყოფნა ბინაში...

თეთრი ტყეების მიმყვება გუნდი

და კვლავ მარტო ვარ მე ჩემს წინაშე.

თოვს! ამნაირ დღის ხარებამ ლურჯი

და დაღალული ფიფქით დამთოვა.

როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი!

როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!  

უილიამ შექსპირი – სიყვარული


”რაც უფრო მეტად მეყვარები, გეტყვი მით ნაკლებს, მდიდარ სიყვარულს გადავმალავ ღარიბ სიტყვაში; მე ვერ მივბაძავ ყველა ყბედს და ქალაქის ამკლებს გრძნობების ზღვიდან ცრუ სათქმელის გამორიყვაში. ვეღარც გაზაფხულს შევადარებ სიყვარულს ჩვენსას, ის აღარც ვარდს ჰგავს, აღარც იხდენს იას ტოლივით, ვეღარ შევკადრებ შემოდგომას ყმაწვილურ კვნესას და დავდუმდები ვალმოხდილი იადონივით. თუმცა ნაკლებად ღამის წყვდიადს არ ვეტრფი ახლა, თუმცა ბატონობს შმაგი ვნება კვლავაც ნებაზე, მაგრამ ვაი, რომ სიყვარულსაც დაეტყო დაღლა და გონზე ყოფნას ვეღარ გავცვლი გაოგნებაზე. ბულბულიც ზოგჯერ გალობისთვის ყელს კი იღერებს, მაგრამ თუ სატრფოს ვეღარ ხიბლავს, აღარ იმღერებს.თურმე ვცდებოდი, სიყვარულში ზღვარს რომ ვეძებდი, მე უკანასკნელს არ გიძღვნიდი თურმე სტრიქონებს, ან რა ვიცოდი, ცეცხლთან ჭიდილს კვლავ თუ შევძლებდი და ჩემს მახლობლად ტრფობის სიო კვლავ თუ იქროლებს?! ან რას ვიცნობდი იმ ერთადერთს უთვალავს შორის, იმ ერთ შემთხვევას, სადიდებელს რაც ხდის საკიცხავს, რაც ერთ სიტყვით აქრობს თურმე სათავეს ჭორის და აცვლევინებს თვით მეფესაც ფიცს და საფიცარს. ან რას ვიგრძნობდი, გაავებულ დროსთან მოდავე, რომ შემძლებია სიყვარული ზღვარგადასული, აუხდენელის გაცხადების რომ ვარ მოთავე და რომ მომავალს ვერ ამიმღვრევს ბნელი წარსული?! ახლაღა ვხვდები – სიყვარული თურმე ბავშვია და მის გაზრდამდე მოყვარენი ფრთას რომ არ შლიან.მე უცნაური სიყვარულით შევიქენ ავად: ის მიყვარს, რასაც გავურბოდი ჟამით ჟამიერ, რასაც სახელად "დამღუპველი” ვუწოდე თავად და რაც სამსალას უმოწყალოდ მასმევს ამიერ. ჩემს გონებასაც ღამედ ექცა მადლი დღისა და ვერ განმიკურნა მე ეს სნება, ნებით ნებული, და შემომწყრალმა ნუგეშიც კი არ მაღირსა და სიკვდილის კართან მიმატოვა გაოგნებული. აქ დავასრულე სააქაო ფიქრთა გზა-შარა, აქ დაეჭედა ჩემს სიყვარულს ბნელი წერტილი და უგნურებამ სამომავლო სივრცე გაშალა სიცარიელის სიქათქათით გადაპენტილი. აღარ მსურს შენში, სინათლის წილ, წყვდიადს ვხედავდე, შენ მიმიყვანე სამოთხიდან ჯოჯოხეთამდე.” 

ქალი?



ქალი? 
ქალს ნუ მიენდობი,ქალი ქალია 
ქალი ქარია,ქალი მარტია. 
ქალი წვიმაა,ცვალებადია 
ქალი მზეა და ქალი მთვარეა. 
ციური ვარსკვლავია,ღრუბელი,ნისლია 
უცხო პლანეტაა,ფეერვერკია 
მიუწვდომელია,აუხდენელია, 
ქალი ღვინოა,თავბრუს დამხვევია. 
ქალი აპრილია, პირველი აპრილი, 
ქალის ნათქვამში ბევრი ტყუილია, 
ქალი გიშერია,ძოწია,ალმასი, 
იგი მაცდურია,მაგრამ ლამაზია. 
ქალი ღვინოა,თავბრუს დამხვევი, 
კაცის წყურვილია,გონის ამრევია, 
ქალი რა არის?ბედის ირონია, 
ფანტასტიკურია,ეგზოტიკურია. 
ამოუცნობი ნახატი რითაა? 
ქალი ქმნილებაა,ქალი შედევრია, 
ერთადერთია...კაცის ღმერთია, 
ქალი რომანსია,რენესანსია. 
დავიჩის ჯოკონდაა,ჯორჯონეს ვენერა, 
ქალი ტიციანის-მაგდალინელია, 
ქალი რა არი?-ბედის ირონია, 
ეროტიკულია,რომანტიკულია, 
ეგზოტიკურია,ფანტასტიკურია. 
კაცის კოცნაზეც კი მექანიკურია!!! 
ქალს ნუ მიენდობი,ქალს ნუ მიენდობი, 
ქალს ნუ მიენდობი, 
ქალი ქალია, ქალი ქ ა ლ ი ა ! ! !  

ტერენტი გრანელი


გულიდან სისხლის წვეთებიმე ვწერ ამ სტრიქონებს ქარიან ღამეში, როდესაც წვიმის წვეთები ეცემიან მინას და როცა სიშორეზე ტირის როიალი.მე ახლა მაგონდება ჩემი ცხოვრების ქარიშხლიანი დღეები და სინანულის ჟრუანტელი მივლის.თანაც მიხარია, რომ ვარ ტერენტი გრანელი.წინ უფსკრულია და შავი ნისლი მახვევია ირგვლივ.მე ქვეყნის გაჩენიდან ნელა მოვდიოდი სინათლისაკენ, რომ მეხილა მზე.ალბათ მიზიდავდა შორეული და უხილავი.მოვედი ადრე.და ახლა ისევ ვუახლოვდები სიბნელეს, როგორც ზღვას, სადაც სამუდამოდ ჩაიძირება ჩემი სხეული.ყოველ ღამეს მოაქვს ფიქრი სიკვდილზე და სიშორეზე.და მეშინია...ვფიქრობ: მოვა წამი, როცა არ ვიქნები ცოცხალი. მაინც მჯერა ჩემი უკვდავება.მე პოეზიამ მაგრძნობინა, რომ სადღაც შორს არსებობს უკვდავების ცისფერი მხარე, სადაც დაფრინავს ჩემი მწუხარე სული.ქარიშხლიანი ღამეა და მინდა ვიყო სხვაგან.პოეზიამ იცის უეცარი სიხარული, რომელიც უდრის გაფრენას.მე არ მინდოდა სიცოცხლე.არც სიკვდილი.მე რაღაც სხვა მსურდა.ახლა ვფიქრობ და მწამს მესამე გზის არსებობა, როგორც იდუმალების.მე ისევ ვდგავარ მარადისობის გარინდებულ საზღვართან ვით მგლოვიარე სერაფიმი და ველი ქრისტეს ლანდს, რომელიც დამიხსნის მე განსაცდელისაგან.და მჯერა სიცოცხლე სხეულის გარეშე.მე მივმართავ მთელ მსოფლიოს შემდეგი სიტყვებით:მე მინდა გაფრენა.მე მინდა ყველგან ვიყო, როგორც ღმერთი.ჩარჩენილი ვარ ბავშვივით ამ ცოდვილ ქვეყანაზე და არ ვიცი როგორ ამოვიდე ამ ტალახიდან, რომელსაც ეწოდება მიწა.არა სიცოცხლე.არა სიკვდილი.არამედ რაღაც სხვა.ვამბობ: არ არიან სიტყვები გრძნობისათვის. გარეთ ისევ ქარიშხალია, წვიმის წვეთები ისევ ეცემიან მინას და ისევ სიშორეზე ტირის როიალი. 

ნამდვილი სიყვარული!


ნამდვილი სიყვარული ალბათ ნიჭია.. რომელიც მხოლოდ რჩეულთა ხვედრია.. რომელიც წმინდა, ამაღლებული, უმანკო, ნაზი და სათუთია..იცით რა ბედნიერებაა იმის გაცნობიერება რომ შენ გაქვს ნიჭი.. ნიჭი გიყვარდეს.. ნიჭი გენატრებოდეს.. ნიჭი აღმერთებდე.. მისი არსებობაც კი რომ ბედნიერებას განიჭებდეს... მისი სიხარულით რომ ხარობდე და მისი ტკივილი რომ გტკიოდეს..სიყვარული ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მოდის.... როცა გრძნობა იბადება გულში მთელს შენს ცხოვრებას, ფიქრებს, აზრებს იპყრობს... მთელი ცხოვრება მხოლოდ შენს საყვარელ ადამიანს უკავშირდება.. მასთან რაგაც უხილავით ხარ მიჯაჭვული და გასაქანს არ გაძლევს..ნამდვილი სიყვარული მარადიულია.. ის არასოდეს ქრება უკვალოდ და დიდ ტკივილსაც ტოვებს სულში...დიდი დრო და სიძლიერეა საჭირო იმისთვის რომ სიყვარულით გამოწვეული სიგიჟეების, მძაფრი განცდებისა და ეიფორიებისაგან განთავისუფლდე... ამას იმდენად დიდი დრო სჭირდება რომ, ჩვენი ცხოვრების მანძილზე დრო აღარ გვრჩება იმისთვის რომ ხელახლა შეგვიყვარდეს...ზოგი იტყვის სიყვარული ვნებააო.. მაგრამ ცდებით.. სიყვარული ვნებაც არის.. მაგრამ ვნებას არ შეიძლება ვუწოდოთ სიყვარული.. ნამდვილი სიყვარული წმინდაა, ხელუხლებელი.. ვნებამ მართლაც ცეცხლივით იცის აგიზგიზება, მაგრამ მალევე ქრება.. თანაც უკვალოდ...ნამდვილი სიყვარული მარადიულია.. ჩაუქრობელი..სიყვარული ყველაზე დიდი ვნებაა, რადგან იგი ერთბაშად ეუფლება გონებას, გულსა და სხეულს..ეს გრძნობა პატარა გულში ყველაზე დიდ ადგილს იკავებს...

აი ეს არის ,,ნამდვილი სიყვარული''...!!! 

:)


ჩვენ ვამბობთ : "მადლობა იმისთვის რომ არსებობ.." როცა არ შეგვიძლია ვთქვათ : "მე შენ მიყვარხარ.."
ჩვენ ვამბობთ: რომ ჩვენს სიცოცხლეს აზრი არ აქვს, როცა გვინდა რომ გადაგვარწმუნონ საპირისპიროში..
ჩვენ ვამბობთ: "აქ ცივა", როდესაც ასე გვინდა ვინმეს შეხება..
ჩვენ ვამბობთ: "მე შენგან მეტს არაფერს მოვითხოვ", როცა ვერ ვიღებთ იმას, რაც გვინდა.
ვენ ვამბობთ:"დაკავებული ვიყავი და ვერ ავიღე ყურმილი", როცა გვრცხვენია იმის აღიარების რომ ეს ხმა უკვე აღარ გვანიჭებს სიხარულს.
ჩვენ ვამბობთ: "არავის ვჭირდები", როცა მართლაც არ ვჭირდებით იმ ერთადერთს.
ჩვენ ვამბობთ: "თავს გავართმევ", როცა გვრცხვენია დახმარების თხოვნა.
ჩვენ ვამბობთ: "შენ ძალიან კარგი მეგობარი ხარ", და გვავიწყდება დამატება "მაგრამ შენ ვერასდროს გახდები მეგობარზე მეტი."
ჩვენ ვამბობთ: "მე შენ გენდობი", როცა გვეშინია რომ სათამაშოდ გადავიქეცით.
ჩვენ იმდენ რამეს ვამბობთ.. რომ როცა ენაზე ის სამი "ცნობილი" სიტყვა მოგვადგება - ტუჩებს ვიკვნეტთ, იაკატზე ვიყურებით და ვდუმვართ 


Thursday, March 13, 2014

რა არის ცხოვრება???


ცხოვრება ??? რა არის ცხოვრება???ცხოვრება ტანჯვა და წამებაა... ბედნიერება კარზე მოგიკაკუნებს , შენ ცდილობ კარის გაღებას, წვალობ... უცბად გააღებ და იქ აღარ დაგხვდება. კარებთან ჩაიკუზები და იტირებ იტირებ იმიტომ რომ დაგტოვა ... შენ კი იმედი გქონდა რომ ბედნიერი იქნებოდი!!!... ღამ-ღამობით დაწოლა იმიტო გიხარია რომ სანამ დაიძინებ იოცნებებ, იოცნებებ უსაშველოდ იმაზე რაც გაკლია და რაც გინდა რო გქონდეს... ზოგი იმაზე ოცნებობს რომ ცოტა ბედი ჰქონდეს, ზოგიც იმაზე რომ ყველა ის ადამიანი ვინც უყვარს ბედნიერი იყოს... მაგრამ იცოდეთ რომ ბედნიერება წამიერია და სწორედ მაშინ გტოვებს როცა ყველაზე ძალიან გჭირდება. ბედნიერი რო ხარ ამ ბედნიერებას არ აფასებ მერე კი როცა შარშანდელი თოვლივით გაქრება მასზე გამუდმებით ფიქრობბ... ძააან გენატრება ის დრო და არ იცი როგორ დაიბრუნო. როცა ბედნიერი ხარ დააფასე ეს ბედნიერება და დატკბი ცხოვრებით!!!!!!! კიდე მზად ხარ ამ დროის დასაბრუნებლად ნახევარი სიცოცხლე დათმო... ელოდები ვიღაცას ვინც მოვა დაგაწყნარებს და გულში ჩაგიკრავს მაგრამ არავინ მოდის... ტირი იმიტომ რომ ყველამ მიგატოვა და გული გტკივა... გინდა ვიღაცამ გაგიხსენოს დაგირეკოს ან დაგიმესიჯოს მაგრამ რაა?..?..?.. A ... არავის  

amoicanit tqveni tavi ;)


ზიხარ სახლში  -ჩამორჩენილი ;დადიხარ კლუბში  -სულელი "ტუსოვშიცა"; დადიხარ ვარდისფრებში  -გლამურული ქათამი; დადიხარ შავში -უგემოვნო; ავტობუსით მგზავრობ -საწყალი; დადიხარ,რესტორანში და დადიხარ საკუთარი მანქანით  -ხამი; ხვდები დიდებს -მასთან მხოლოდ ფულის გამოა; .ხვდები ლამაზმანს -ის მასთან მხოლოდ ფულის გამოა; ქერა -სულელი; ბრუნე"წ"კა -სწერვა; დაგრძელებული ფრჩხილები,წამწამები -სილიკონის თოჯინა; ამ ყველაფრის გარეშე -ფუ თავს არ უვლის!; იკეთებ მაკიაჟს -შეღებილი ცხვარი.არ იკეთებ მაკიაჟს -ნაცრისფერი თაგვი; აცვია მოკლე კაბა და დეკოლტე - ბოზია; გრძელი კაბა და დახურული მაისური -დაკოპლექსებული.გამხდარი -ხელში არაფერი მოგხვდება; ზედმეტი წონით -ქონიანი.იღიმი და თავაზიანი ხარ  - ქვეშქვეშა; იგნორს უკეთებ და უხეშობ  - უნახავი; ხალიჩა კედელზე -სოფლელი.პლაზმური ტელევიზორი კედელზე -გოიმი. ;) 

- ახლა ხომ წვიმს, პეპი, - გაუკვირდა ტომის, - წვიმის დროს ვინ რწყავს ყვავილებს?- მე ვრწყავ, - უპასუხა პეპიმ. - მე იქნებ მთელი ღამე გავათენე იმაზე ოცნებაში, დილას როგორ მოვრწყავდი ყვავილებს, და ამ ქეციანი წვიმის გამო ოცნება ვერ უნდა ავისრულო?
   

უსიყვარულოდ სისულელეა


ამ ცხოვრებაში სულ ყველაფერი დროებითი და წარმავალია რადგან თვითონ დრო წარმავალია სიყვარული კი დროის წამალია თუ არ შეიყვარებ შენი ცხოვრება დაემსგავსება უაზრო მდინარეს რომელიც უაზროდ თან გაგიყოლებს მოძრაობიდან გამომდინარე როდესაც გიყვარს არა ხარ მარტო გაუჩერებელი დროის დილამდე უნდა გიყვარდეს უნდა გიყვარდეს ვიღაც ყოველთვის უნდა გიყარდეს რადგან ცხოვრება ზოგჯერ ანკარა წყაროს ჰგავს ზოგჯერ კი საოცრად ბინძური ღელეა და თუ ამ ქვეყნად არ გიყვარს ვინმე ეს ყველაფერი სისულელეა  

დრო


ეს ცხოვრება მალე ქრება,ჩვენ კი ბევრი გვგონია,დრო რომ გადის მერე ვხვდებითრა ცოტა დრო გვქონია,დრო ქარია, ჩაგვიქროლებს,წავა.......დაიკარგება,ჯერ ცეცხლივით იგიზგიზებს,ბოლოს კვამლად გაქრება.დროს ღიმილი, ფერება დასიყვარული სჭირდება,დრო რომ გადის მერე ვხვდებითრა ბევრი დრო გვჭირდება,სიცოცხლე თუ მალე ქრებადა ყოველდღე ბინდდება,ყველა წუთი საკვირველიწავა......გაგვიფრინდება,და ასე რომ ცოტა დრო გვაქვსსიკეთის შესაქმნელად,ღმერთმა ყველას მოგვცა ძალასილამაზის სამღერლად,დრო კი მიდის არ ჩერდება( ადვილია სათქმელად? )ეს ცოტა დრო მაინც კმარასიყვარულის საქმნელად!  

მე შენ შეგიყვარებ


მე შენ შეგიყვარებ.. დამიჯერე, მართლა შეგიყვარებ,
მთელს სამყაროში ყველასაგან გამორჩეულად,
ისე შეგიყვარებ თავს რომ შეგაყვარებ ზუსტად ისე
შენ რომ შემაყვარე თავი შენი.... შენთვის ჩვეულად!
თვალებს შევიყვარებ, შენსას ცისფერს, ლურჯ ცას,
უსასრულობამდე ფეხით ჩამოგყვები,
ვიცი გაზაფხული გიყვარს და მეც შენთვის,
ხეზე ლამაზ კვირტებს ფოთლად გამოვყვები
ღიმილს შევიყვარებ შენსას, ცისარტყელას... წვიმის დამთავრებას ... ფერად ამოვყვები ნაბიჯს შევიყვარებ სადაც შენ გაივლი, ჰორიზონტის იქით?.. იქაც გამოგყვები. სუნთქვას შევიყვარებ შენსას ჰაეროვანს, შენთან გულში სიო ალბათ არ იციან.... ერთი სიყვარულის ერთი ამინდია და ამ სიყვარულის მე მაქვს ამბიცია. ფიქრში ჩაგიქროლებ, გულში გაგიჩნდები, მოძრაობას შევქმნი ულევ წრიულობად, ასი სიყვარულით ასჯერ შეგიყვარებ, განა ერთი წამით?!...... მარადიულობად
სიზმრებს შევიყვარებ... შენსას, შენეულად, მიგრძნობ გულსაბნევად, ყელზე შებნეულად, შუაღამის ფიქრში.. გვერდზე გაგიჩნდები, სიზმარს შემოგიღებ ... მასაც შენეულად ! მე შენ შეგიყვარებ... სრულებით გიჟურად, ისე რომ ამ გრძნობას ვერსად გაექცევი, წვიმა ხომ გიყვარს?... ხოდა მომღიმარ სახეზე წვიმის წვეთად დაგექცევი. გიყვარს წყალი, ხატვა და ყვავილი წითელი შეხედე მომავალს....ნახატად გბარდები, ჩარჩოში არ ჩამსვა... ნახე რა დიდი ვარ, ღრმა ზღვა ვარ უძირო წითელი ვარდების
გავდნები აკორდში გავლით ფიქრების რითმული ბგერების არდაყოვნებად, გექცევი ერთი კოცნის დროის გაჩერების თვალების დახუჭვის სიამოვნებად. ალბათ გეფიქრება შენს გულში რა მინდა, შენს ცხოვრებაში რომ გავჩნდი საიდან, რა გიპასუხო შეყვარებულმა... არ ვიცი ძვირფასო... ალბათ არსაიდან! ისევ არსაიდან.... გავბედავ სიგიჟეს, გავბედავ უაზრო ქმედების ჩადენას, თავს შეგაყვარებ... მაინც და როგორმე, დინების აღმა მე შევძლებ ადენას.
გრძნობების წიგნად მექეცი გულში და...
ერთი ამოსუნთქვით შემომეკითხე,
თავს რომ მაყვარებდი... ასე ხელაღებით.
როგორ გიყვარებდი... რად არ შემეკითხე?  

მოგზაურობა ციდან მიწისქვეშეთში

მე ვარ ბიოლოგიური ორგანიზმი მილიონი ოცნებით .
თითოეული ოცნება ფერად ბუშტებად იბერება და სადღაც მაღლა,სხვა განზომილებაში გადავყავარ.
იქ,მაღლა ყველაფერი გაცილებით უკეთაა,ვიდრე აქ-დედამიწაზე.
მეცხრე ცას ეძახიან მგონი…მაგრამ არა,ჩემი ცა მემილიონეა…იმდენად მაღლაა,რომ ალბათ ვერასდროს ავაღწევ.
მივიწევ მაღლა,მაგრამ ნელ-ნელა ბუშტები სკდება.
სულ ბოლო ბუშტიც გასკდება და მიწაზე ვადგამ ფეხს,მერე ტალახში ვიძირები,სულ ქვემოთ.
უცნაურია,ციდან მიწისქვეშეთში რომ ეშვები.
მერე ველოდები როდის გაბერავს ბუშტებს ახალი ოცნებები,თუმცა ვიცი,რომ ისინიც გასკდებიან ადრე თუ გვიან.
ყოველდღე ვუსვამ ჩემს თავს კითხვას-რატომ მივიწევ იქ,სადაც ვიცი რომ ვერასდროს მოვხვდები?ჩემი თავი კი თავჩაღუნული სიჩუმით მპასუხობს.

აქ,მიწისქვეშეთში,თითქოს სული მეხუთება.თითქოს გალიაში ვარ დამწყვდეული და ვიყურები მაღლა,სადაც გისოსებს მიღმა  ჩემი სამყარო ჩანს.
სამყარო,რომელიც წამართვეს.ახლა კი უნამუსოდ დაუჭერიათ დიდი ნემსები და ჩემს ოცნებებს დასდევენ გასახეთქათ.
ზოგჯერ წვიმას მიგზავნიან ღმერთები ჩემი სამყაროდან .წვიმის დროს განსაკუთრებით სწრაფად იბერებიან ჩემი ფერადი ბუშტები.
იბერებიან და ისევ სკდებიან. again and again…
მხოლოდ ერთი ბუშტი არ სკდება.იმ ბუშტში შორეული ოცნება და ცოტაოდენი იმედია.ამ ბუშტს ბოლოსთვის ვინახავ.
ჩემს სამყაროში ასასვლელად…  

<3


ალბათ ოდესმე შენც გიგრძვნია თოვლის სითბო,ტანში ჟრუანტელივით რომ მოძრაობს. თუ არა,მაშინ გეტყვი რომ ეს სხვა შეგრძნებებს არ ჰგავს,ყველას არ შეუძლია იგრძნოს ზამთარი. ქუჩაში თოვლია,თოვლში ათასი ფიფქი,ერთმანეთში არეული. თითქოს ფიფქებს ჩემს თავთან ვაიგივებ... აზრები ჩნდება,ტვინიდან ცვივა,მაგრამ დავფიქრდები თუ არა სერიოზულად,მაშინვე ვხვდები, რომ სისულელეა,ისეთივე სისულელე როგორიც ფიფქის სიცოცხლე.
ნეტავ ფიფქად დავბადებულიყავი...
ნეტავ პეპელა ვყოფილიყავი,ხომ ვისწავლიდი ფრენას... (რაც ახლა ასე ძალიან მსურს)
დავთმობდი ხანგრძლივ სიცოცხლეს... დავთმობდი ყველაფერ მატერიალურს,ოღონდაც პატარა ფრთები მოეცა ვინმეს... თუმცა...რეალობა არ მაძლევს ამაზე ფიქრის საშუალებასაც კი. ხომ ვამბობ,ჩემი აზრებიც ფიფქებივით დნება.
შენ... მახსენდები ხოლმე,მეტი არაფერი. კი,ვიტყუები. ვიცი არასდროს გამომდიოდა ტყუილი. მახსენდები,მენატრები,მიყვარხარ... შესანიშნავი ტრილოგიაა,რას იტყვი ? ყოველთვის,როცა თოვლში გავდივარ და მარტო,ეულად ვსეირნობ,მახსენდება ის დღე,როცა მითხარი „შენ მსოფლიოში ყველაზე,ყველაზე გიჟი გოგო ხარ, მე კი ასეთი გიჟი მიყვარხარ“. ცა რომ დაიქცეს,წარღვნამ რომ წალეკოს ყველაფერი და მე,უკანასკნელი ადამიანი ვიყო,არ დამავიწყდება ეს სიტყვები,რომელმაც მე მაშინ გამათბო...
რატომ არ დავიბადე ფიფქად ?
ყველაფერი ხომ ასე მარტივი იქნებოდა...
კიდევ რომ იწერებოდეს სასიყვარულო წერილები,ალბათ ჩემს მიერ დაწერილი სიყვარული ყველაზე ლამაზი იქნებოდა.
სიჩუმეც მათბობს... დათოვლილი სიჩუმე...აზრების ნაკვალევი... არ ვიცი, უბრალოდ მიყვარხარ.
  •