Tuesday, March 18, 2014

უსათაურო – მორიგი ვნებათა ღელვა ანუ კიდევ ერთი ჩანახატი უაზრობისა (?!)


ისევ მომაწვა მუზა..

ვიცი შეიძლება ეს არავინ წაიკითხოს, მაგრამ ვცდილობ, ჩემი ფიქრები ფურცელს მაინც გავუზიარო.. თითქოს ამის დაწერის შემდეგ გულზე მომეშვებაო.
ფურცელი გამიგებს, ისე დაიტევს და გამოხატავს როგორც მე მსურს, ფურცელი მაინც არ შემომხედავს “ეგეთი” თვალებით, რომლებსაც ჩემი აბნევა და არევა შეუძლიათ..
განსაზღვურლი არ მაქ რას ვწერ. ხელები თავისით გარბიან.. სევდააა…ტკვილი…მინდა და ვწერ…..
ეხლა როდესაც ამ სტრიქონებს ვწერ ღამე იწვის … მინდა დავიძინო, არ მეძინება.. მინდა ავდგე, ძალა არ მყოფნის.. მინდა წავიკითო, აზრი მეფანტება.. ფიქრებს კი მხოლოდ ერთისკენ მივყავარ …
და ისევ იგივე გრძნობა, ეხლა რაც გულში მაქ ფურცელზე თუ არ გადმოვიტანე ავფეთქდები, შიგნიდან ავფეთქდები. სული მტკივა!ალბათ ვერც კი წარმოიდგენ როგორ მინდა ვიყვიროო…. ხმის წასვლამდე ვიყვირო…როგორ მინდა მასთან… ნეტავ შემეძლოს ამ გრძნობის გამოხატვა.. რატომ ვართ ასეთი ამაყები?!მინდა მივიდე მასთან მივიდე და ვიყვირო რომ მიყვარს, მაგრამ… ეს მაგრამ ხომ ყველგან და ყოველთვის… “(((

“საკუთარი თავის ფასი იცოდე” , ვიცი, ვიცოდი და მეცოდინება, მაგრამ ამით რა?! ეხლა ვიცი საკუთარი თავის ფასი რო, როდესაც ამას ვწერ?! რატომ, რატომ უნდა ვიფიქრო იმაზე ვინც, ვიცი არასოდეს შემიყვარებს ( რავქნა იმედის ნაპერწკალი მაინც ცოცხლობს ჩემში, იქნებ ეხლაც მას, იქნებ , ვითომ მასაც?! არაა!! რატომ ვიტენი თავს ასეთი სისულელეებით?!)
არააა!! თუ ხმას არ ვიღებ. გონია არ მანაღვლებს?! გონია თავს ვიფასებ(ისევ)?! არა!არა! უბრალოდ ჩუმად ვარ! თითქოს გულზე დიდი ლოდი მაწევს..
ხშირად ვიღიმები?! ალბათ იმიტომ რომ სევდა დავმალო.. ნუთუ გამომდის?! არ შეუნიშნავს?!ალბათ ვერ! რატომ მიხურს გული მის დანახვაზე, თითქოს ცეცხლი უკიდიაო?! რატომ მბურძგლავს ტანი მის ხსენებაზე?!

სიტყვა…არა არ მინდა კვლავ ამ თემას შევეხო, ჩემში დიდ ჭრილობა დაუტოვებია და არ სურს მოშუშება.. მალამო გულის კი მიპოვნია (მგონი) მაგრამ ვერ ვწვდები, თითის წვერებზე ავიწიე ვერ მივწვდი.. არა აღარ ვაპირებ წვალებას. სანამ უნდა გაგრძელდეს ასე?! არ შემიძლიაა! მტკივა! მიყვა… არა!!!! ნუ!!!
ვხვდები, ცხოვრების გზა რთულია, ეკალ–ბარდებით სავსე. რავქნა, მიჭირს, მტკივა, მაგრამ უნდა განვაგრძო გზა…მე არ გავტყდები,  ვიდგები მარდად… სანამ ძალუძს ჩემს გულს.. სულს…

გასაღები კარისთვის


დაუსრულებელი,გრძელი დერეფანი უამრავი კარით.. არჩევანი შენზეა,რომელ კარს გააღებ,მხოლოდ არ გასვენებს ფიქრი იმაზე,რომ ერთის უკან – ბედნიერებაა,მეორეს უკან – უბედურებით სავსე ცხოვრება გელოდება,მესამეს უკან – შენი ოცნება ხდება,მეოთხეს უკან – შენი ფიქრები მართლდება და ასე დაუსრულებლად..
ეს დერეფანი ცხოვრებაა,რომლის ოთახებში წლების მანზილზე დადიხარ და იღებ შენდა უნებურად ყველაფერს რაც კარის მიიღმა იმალება.მაგრამ ვერასდროს,იღებ ყველაფერს ერთად.. ვერასდროს გაუღებ კარს ბედნიერებას და უბედურებას ერთდროულად,ოცნებას და არეულ ფიქრებს.
ერთ დერეფანში ლამაზი,ფერადი ბუშტებია ჰაერში,იატაკზე საოცარი მომენტების სურათებია მიმობნეული და სიცოცხლით სავსე მუსიკა აყრუებს სმენას.ვიღაც საოცარ ენერგიას ასხივებს მბრწყინებული თვალებით და მომღიმარი სახით.. იღიმის,რადგან გვერდითა დერეფნიდან მისი ხმა ესმის,ის ხმა რომელიც მიზეზია მისი ბედნიერების.. ადრე თუ გვიან გოგონა გააღებს კარს და შევა ოთახში,რომლის მეორე კარს ის შემოაღებს და ახლა მხოლოდ ერთია ასარჩევი,რომელია უფრო პატარა დერეფანი,რომ მათ პატარა სამყაროში სხვამ ვერავინ შეაღწიოს.. განა ვინმეს მისცემს უფლებას ეს ჭკუამხიარული გოგონა ჩაერიოს მის არჩევანში,განან ფიქრებს რომელიც ერთ-ერთი კარის გაღებისას მიიღო საშუალებას მისცემს ხასიატი გაუფუჭოს..
ის უბრალოდ სწრაფად აღებს,მეორე კარს და იღებს ბედნიერებას..
გვერდით დერეფანში აუტანელი სიჩუმეა.. გარეთ წვიმს და წვიმის წვეთების ხმას ეს სიჩუმე ებრძვის.ჭერიდან წვეთები წკაპა-წკუპით ეხეთქება იატაკზე.. არსად ჩანს ღიმილი და არც არავის უბრწყინავს თვალები.ერთადერთი თვალები,რომლებიც ამ დერეფანში მოსჩანს ცრემლითაა სავსე.მან არასწორი კარი გააღო..

 “-რატომ?”
-იმეორებს გული,რომელიც სუსტი რიტმით ძგერს..
“-მორჩა…დამთავრდა.. დავიღალე,უკვე მერამდენე კარია სათვალავიც კი ამერია..აღარ მინდა,ვერასდროს ვიპოვი,რასც ვეძებ..”

ასეთი უამრავი დერეფანი,რომლის ბოლო კარიც მხოლოდ მაშინ იღება,როცა ძალიან იღლები,როცა ყველაფერზე ხელს იღებ.. კარი,რომლის გასაღები არცერთს გვაქვს ყველაზე დიდი და თეთრია,ის დერეფნის იმ უხილავ ნაწილშია,რომელსაც თავიდან ვერ ვამჩნევთ..

უკვე ვხედავ მეორე დერეფნის სტუმრის დასასრულს ვიდრე დაუწყია ცხოვრება..
ცხადად ჩანს ხელში წითელბუშტიანი გოგონას ნათელი მომავალი..
ვინ იცის,ვის როგორ გვიმართლებს ან რატომ.ფაქტი ერთია ყველა ვერ ვაღებთ სწორ კარს,ეს კი სულაც არ ნიშნავს რომ თქვენი დერეფანი მოსაწყენ ადგილად აქციოთ,ნება მისცეთ საკუთარ თავს ღია კარის წინ ჩამოჯდეთ და იმაზე იჯავროთ,რატომ გააღეთ.ამ დროს ხომ გვერდითა კარს იქით ის გელოდებათ,თქვნი ბედნიერება და სიხარული,ოცნება და სევდა,ყველაფერი ერთად.შევცდი,როცა ვთქვი ერთად ვერაფერს ვიღებთ-მეთქი.დიახ,ისევ ჩემი დაუსრულებელი ოპტიმიზმი და დარწმუნებული იმაში,რომ საკუთარ თავში ყველა ვიპოვით ძალას,რათა წამოვდგეთ და მას კარი გავუღოთ,დავასრულოთ მოგზაურობა და ბოლო მოვუღოთ სურვილს,კიდევ ერთი კარი გავაროთ..
მე უკვე გავაღე კარი,მგონი არასწორი.. ან სწორი.. არ ვიცი,ვერ გავარკვიე,ეს კიდევ ერთი,სულ სხვა საკითხია,რომელიც ისევ და ისევ მხოლოდ კითხვებს ბადებს,პასუხებს კი უმეტესობა არასწორ ადგილას ვეძებთ.

Grow up,Accept it!



“-ჩემს ირგვლივ ადამიანები,მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ..”
“-არც კი ვაინტერესებ არავის..იქნება და რა მჭირს?”
“-რატომ ხდება ასე?”
“-ვინ არის დამნაშავე?”
ეს კითხვების ის უმცირესობაა,რომლებიც ხშირად ადამიანებს მარტოობის შეგრძნებისას გვეუფლება.მართალია ხშირად მეც დამისვამს საკუთარი თავისთვის ეს კითხვები,მაგრამ არასდროს გამიცია პასუხი,იმიტომ რომ ფიქრი დამზარებია.. არაფერი და არანაირი სიტუაცია არ ღირს იმად,რომ უარი განვუცხადო მხიარულებას და ბედნიერებას,რომლებიც შეიძლება ამ ცხოვრებას გამოვსტყუო.. ის ისედაც საკმარისად მამარაგებს იმედგაცრუებით და უბედურებებით.. მე კი ყოველთვის წინ ვუყენებ ბედნიერებას და მხიარულებას..

"Grow up,Accept it!"


ეს პოსტი სულაც არ ნიშნავს იმას,რომ თავი მაგარ გოგოდ გამომყავს,ეს უბრალოდ პოსტია მათთვის ვინც თვლის რომ ქვეყნად უბედურებაზე ნაკლები ბედნიერებაა… უბრალოდ ცოტა დაფიქრება და მიხვდებით ცხოვრება მომმარაგებელია,რომელიც უხვად გვაწვდის სევდას და ტკივილს.. ჩვენი,ადამიანების დანიშნულება კი – ცხოვრების საკუთარი ძალებით გახალისებაა მერწმუნეთ..
ჩვენ მართლები ვართ,როცა ვიძახით : “-ჩემზე არავინ ფიქრობს..”,”-მე არავის ვაინტერესებ.”
რადგან ეს მართლაც ასეა,ამიტომ მოდით ცოტა მეტი ყურადღება დავუთმოთ ერთმანეთს და ბედნიერება მოვუტანოთ..
საკმარისია მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრი!..
 დედამიწაზე ლამაზი ადგილი მთელს გალაქტიკებში არ არსებობს, არ არსებობს დედამიწის Face-ზე უფრო ლამაზი Face-ი, მაგრამ აბა მის გულში ჩაიხედეთ რა ხდება? თუ ჩაიხედავთ მხოლოდ ერთი სიტყვა ამოგიტივტივდებათ გონებაში: ჯოჯოხეთი. ასევეა ფიზიკურად ლამაზ ა...დამიანებშიც რომელთაც მშვენივრად იყენებს ანტიქრისტე. ეცადეთ თქვენი ფიზიკური სილამაზე ანარეკლი იყოს თვენი სულისა და დაივიწყოთ ყველაფერი ისეთი რასაც ბოლოს მატლი ჭამს. იბრძოლეთ, რომ იყოთ სულით ლამაზები და უფალი გაგალამაზებთ შემდეგ ყოველმხრივ ისე, რომ მატლი ვეღარ მოგეკაროთ, და ამ მატლს ჩვენ ყველანი ვიცნობთ: მას ქვია დრო )))  

 

<3

 
მიყ–ვარ–ხარ ! ვარ და ხარ! აი მე... აი შენ ! მყ–ავხარ და გყ–ავარ! მე შენ მიყ–ვარ–ხარ ! ♥..)))
რა არის სიყვარული?ისეთი არაფერი...თვალებს დახუჭავ და მოვა...
მერე დაიწყება,
ვისთვის ვარდისფერი...
ვისთვის ნაცრისფერი თოვა...
დარდი გაბევრდება...
ცრემლი დაბერდება...
ლოცვა დაიღვრება გლოვად...

ახალი გული მინდა უფალო!!!!!!!


უფალო, ღმერთო, გთხოვ მაჩუქე ცრემლები, რათა ვიტირო... გული, რათა მიყვარდეს... ფრთები, რათა გავფრინდე... რათა დავემალო, გავექცე ნიღბიან, უსახო, ყალბ ადამიანებს. რადგან არ ვტირი, ჩემი თვალები ხალხს შუშისა ჰგონია, ჰგონიათ რომ ვერაფერს ვხედავ და სამყაროს თავიანთი თვალებით დანახულს მაჩეჩებენ, მტენიან. არ მინდა ოცდაათ ვერცხლად გავიყიდო, არ მინდა სასწაულის აღაც მწამდეს, არ მინდა ოცნებები დამეფანტნონ... მრცხვენია, ადამიანობა მრცხვენია. ახალი გულიც მინდა უფალო. იცი, უკვე დაიღალა ჩემი ძველი გული, ძლივსღა ფეთქავს, ძლივსღა იტევს ოკეანე სიყვარულს. შენი ნაჩუქარი ახალი გულით ხელახლა დავიწყები, ხელახლა ვიოცნებებ, ხელახლა შევიყვარებ და გპირდები, არასოდეს, არასოდეს მივეცემი სინანულს, რომ ვარსებობ. 

^_^


ღიმილის ფასი არაფერია უფრო იაფი და უფრო ბარაქიანი ვიდრე ღიმილია, გამცემს ამდიდრებს და არც მიმღებს დააზარალებს. გრძელდება წამით,გონებაში რჩება მარადის. არავინაა ისე მდიდარი რომ ღიმილი არ ჭირდებოდეს, არავინაა ისე ღარიბი იგი ვერ გასცეს. ოჯახში - ბედნიერებაა,საქმეში - შველა, უტყუარი ნიშანია მეგობრობისა. ღიმილი დამაშვრალს სულს მოათქმევინებს, გულგატეხილს გაამხნევებს,დამწუხრებულს ანუგეშებს, სნეულს წამლად დაედება. ეს კია - მას ვერ იყიდი,ვერც ინათხოვრებ,ვერც მოიპარავ, რადგან მხოლოდ იმ წამს ფასობს როცა ჩუქნიან და თუკი ვინმემ თქვენთვის მოულოდნელად ღიმილი არ შემოგაგებათ სამაგიეროს ნუ გადაუხდით - თქვენ გაუღიმეთ რადგან არავის ისე არ ჭირდება ღიმილი ვიდრე მას ვისაც მისი გაცემა არ შეუძლია!